spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბათუმი FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმს...

ბათუმი FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმს მასპინძლობს

ბათუმში FIABCI უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმი “Batumi Real Estate 2023” გაიხსნა. ფორუმი მაიამიში გამართული FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესის და მსოფლიო ოსკარად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოების ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს, სადაც მონაწილეობას FIABCI-ის მსოფლიო დაჯილდოების გამარჯვებული წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, ასევე არქიტექტორები, ურბანისტები, ინვესტორები იღებენ.

ფორუმის წევრებს სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და რეგიონში ტურიზმის და დეველოპმენტის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, საერთაშორისო აღიარებებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

თორნიკე რიჟვაძეს ტურიზმისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფიაბსი ჯორჯიას საპატიო წევრის წოდება მიენიჭა.

FIABCI-Georgia და Property Georgia-ს მიერ ორგანიზებული ფორუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პატრონაჟით ჩატარდა. ფორუმზე აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი პანელური დისკუსიის ფორმატში განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში B2B შხვედრები გაიმართა.

ფლორიდაში, ქალაქ მაიამიში 5-9 ივნისს გამართულ FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი და მსოფლიო ოსკარებად წოდებული უძრავი ქონების დაჯილდოება გაიმართა. FIABCI World Prix d’Excellence Awards-ზე ქართული პროექტები წელს პირველად იყო წარდგენილი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...