spot_img
მთავარიგართობა და დასვენება2023 წლის "საზაფხულო პროგრამებზე" რეგისტრაციის ვადა რამდენიმე დღით...

2023 წლის “საზაფხულო პროგრამებზე” რეგისტრაციის ვადა რამდენიმე დღით გახანგრძლივდა – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერიის 2023 წლის „საზაფხულო პროგრამებზე“ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვადა 3 ივლისამდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდულ პროგრამებს მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს:

პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტში ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება.

რამდენიმე კვირის წინ ვისაუბრეთ საზაფხულო-ახალგაზრდული პროგრამების შესახებ, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით, ყოველ ზაფხულს ხორციელდება და ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, დასვენებისა და გართობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას.

2023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი; მუნიციპალური საცურაო აუზი; ჩოგბურთის კორტები; ჯომარდობა; ლაშქრობები თბილისის გარშემო. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება კვებით, ეკიპირებით, გამოცდილი სპეციალისტებით, მწვრთნელებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყო და უკვე 4 000-მდე ახალგაზრდაა დარეგისტრირებული.

პროგრამებზე, რომლით სარგებლობა სრულიად უფასო იქნება, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://tbilisi.gov.ge/news/14768.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 292 331 (თამარ ღუღუნიშვილი) ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: tbilisisyc@gmail.com.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...