spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მეზღვაურებს დღესასწაული მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა.

თორნიკე რიჟვაძემ რეგიონში საზღვაო სფეროს განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რეგიონის ახალგაზრდების მეტ ჩართულობას ამ მეტად საამაყო და საპასუხისმგებლო პროფესიის არჩევისას.

,,გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, რომელიც განსაკუთრებით აღინიშნება ჩვენს ქალაქში, ბათუმში. მეზღვაურის პროფესია არის მამაცი ადამიანების არჩევანი, რომლებმაც არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ყველას ოცნება გახლავთ, რომ საქართველომ დაიბრუნოს ფლოტი, რომლითაც ყველა ვიამაყებთ. გავაგრძელებთ ამ მართლაც სტრატეგიული დარგის გაძლიერებას და მეზღვაურთა მხარდაჭერას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა ჯილდოები გადასცეს შორეული ნაოსნობის მოქმედ და ყოფილ მეზღვაურებს. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ საზღვაო დარგის ღვაწლმოსილი წარმომადგენლები.

საქართველო, სხვა საზღვაო ქვეყნებთან ერთად, 2011 წლიდან სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. მეზღვაურის დღესთან დაკავშირებით ბათუმში გაიმართა საზღვაო აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები პროფესიულ დღეს მიულოცავენ მეზღვაურებს და საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოებენ საზღვაო პროფესიის წარმომადგენლებს.

სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალი სასიმულაციო სივრცე. გაიმართა სანავიგაციო ხიდურის რესურსების მართვის განახლებული სიმულატორის პრეზენტაცია.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...