spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იქნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში, გვექნება...

“იქნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში, გვექნება საქართველოს უსაფრთხოების შესახებ საუბარი” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ში გაემგზავრნენ. გიორგი ვაშაძის თქმით, მათი მთავარი ამოცანაა სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში გააჟღერონ ქართველი ხალხის გზავნილი, რომ საქართველოს არჩევანი არის „NATO“ და ევროკავშირი. ოპოზიციონერმა ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა აშშ-სთან, როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას:

აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და როცა ხელისუფლებაში მყოფი პრორუსული ძალა მიზანმიმართულად ცდილობს გააფუჭოს ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან, რომლისთვისაც სააქართველო არის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, ჩვენი ამოცანაა, პირიქით გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა და ჩავიტანოთ ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროკავშირი, „NATO“. ჩვენ გვინდა ამერიკასთან მეტი ეკონომიკური ურთიერთობები, მხარდაჭერა უსაფრთხოების კუთხით და გვინდა, რა თქმა უნდა, თავისუფალი ვაჭრობა.

ამოცანა, რომელიც გვაქვს ყველას ერთად, არის „რუსული რეჟიმისგან“ საქართველოს გათავისუფლება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ჩვენს პარტნიორებსაც კარგად ესმოდეთ, იმიტომ, რომ საქართველოში ქართველი ხალხი არასდროს არ დაუშვებს რუსულ რეჟიმსა და რუსეთს“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავჯდომარის თქმით, ვიზიტის მთავარ თემებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გარღმავება წარმოადგენს, საუბარი იქნება ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებზეც:

იქნება შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში. გვექნება საქართველოს უსაფრთხოების შესახებ საუბარი. ასევე თითქმის ყველა ექსპერტულ ორგანიზაციაში, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ.

იქნება სპეციალურად მოწყობილი მრგვალი მაგიდის ფორმატი ატლანტიკურ საბჭოში საქართველოს საკითხებზე, რასაც ქართველი ექსპერტებიც დაესწრებიან და მათთან ერთად ჩამოვაყალიბებთ საერთო სამოქმედო გეგმას მომდენო პერიოდის მანძილზე, თუ რა უნდა გაკეთდეს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ირაკლი კობახიძე: “ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება”

საქართველოს მმართველ გუნდთან მიმართებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მწვავე კრიტიკულ...

“ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვების მკურნალობასა და ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნა, სისტემა აბსურდული ბრალდებით სჯის”...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

“ბოლო წლინახევრის სტრატეგია – უარი ვთქვათ საარჩევნო და საპარლამენტო მეთოდებზე და მხოლოდ ქუჩით და...

საზოგადოებაში გავრცელებულ ცალკეულ მოსაზრებებთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს განათლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...