სამშაბათი, აპრილი 22, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასეთი ხალხი ვართ - კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების...

“ასეთი ხალხი ვართ – კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ მათთან არ ვიყოთ, კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

მედიასთან კომენტარში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა, განმარტებები გააკეთა მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით “ევროპის სოციალისტური პარტიის” დატოვების თაობაზე:

ეს პარტია, ეს გაერთიანება, ნელ-ნელა ტრანსფორმირდა და ჩვენი გზები გაიყო – იგივე იდეოლოგიურ ნაწილში, იგივე მათ პოლიტიკაში, მათ განცხადებებში, მათ მხარდაჭერაში… ნული მხარდაჭერა! იგივე რეზოლუციები რომ მიიღო ევროპარლამენტმა – სამარცხვინო, უსამართლო და ჩაგვიწერეს, რომ თურმე ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი პრობლემას წარმოადგენს ქვეყნისთვის, – კაცმა, რომელმაც ეს მშვიდობა მოიტანა და ქვეყანა გადაარჩინა და კაცი, რომელმაც ოკუპაცია მოუტანა ქვეყანას, რუსის ჯარი დააბრუნა, 20% ჩააბარა და ათასი უბედურება დამართა ქართველ ხალხს – აწამა, გააუპატიურა და დატანჯა, თურმე მის მიმართ არის უსამართლობა.

ასეთ უმსგავსო რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, დიდმა ნაწილმა, ამ პარტიის 30-მა პროცენტმა. მაშინ გაჩნა პირველი ბზარი და მანამდეც უკვე დაწყებული იყო – ეს ერთი და მერე მეორე – ჩაწერეს იქვე გვარამია, კეზერაშვილი, მძარცველი კაცი, რომელმაც მთელი ევროპა გაუძარცვა, პენსიონერები გაძარცვა და ისევ კეზერაშვილს იცავენ.

იგივე ახლა, – მე წავედი ამერიკის რესპუბლიკური პარტიის შეკრებაზე უნგრეთში, CPAC-ზე, სადაც პრეზიდენტები დადიან ამერიკის და კონგრესმენები, ძალიან ბევრი გამოჩენილი პოლიტიკოსი… დაგმეს ჩემი მონაწილეობა, ორი განცხადება მიუძღვნეს, რომ როგორ გავბედე, თურმე, თქვეს, რომ ანტი-LGBT ფრაზები გამოიყენაო და ამ ეროვნულ კონსერვატიულ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა.

უკაცრავად მეგობრებო, ჩვენ ვართ ასეთები, ჩვენ ასეთი საქართველო გვინდა, ასეთი ხალხი ვართ კონსერვატიული, ეროვნული, ოჯახური ფასეულობების დამცველი და თუ მათ ამის გამო უნდათ, რომ ჩვენ აღარ ვიყოთ [გაერთიანების წევრები], კარგად იყვნენ, წარმატებას ვუსურვებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

“ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ირონიულ...

“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...