spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომლებიც პირდაპირ...

“ჩვენ, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს” – ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი შეფასებებს აკეთებს არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში:

ჩვენ, ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რაც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

მათი დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორეს მხრივ ისინი მოგვიწოდებენ, რომ მთავრობის და პარლამენტის საქმიანობა სრულად უნდა იყოს გამჭვირვალე და ეს ასეც არის. ჩვენ გამჭვირვალობით, მართლაც, მოწინავე პოზიციაზე ვართ მსოფლიოში, თუნდაც ბიუჯეტის გამჭვირვალობით, ჩვენ ვართ №1 ადგილზე მსოფლიოში.

ასე რომ, მე ვფიქრობ, კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

არასამთავრობოები, წლების განმავლობაში, ათეულობით მილიონ დოლარს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...