spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკა გვარამია: "ჩემი გამოხმაურება ე.წ. "აგენტების" კანონზე"

ნიკა გვარამია: “ჩემი გამოხმაურება ე.წ. “აგენტების” კანონზე”

სოციალურ ქსელში, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, პატიმრობაში მყოფ ნიკა გვარამიას პოზიცია-შეფასებები ვრცელდება ე.წ. “აგენტების” კანონონპროექტთან დაკავშირებით:

ჩემი გამოხმაურება ე.წ. “აგენტების” კანონზე.

✔ კანონს მიიღებენ. ასეთი უსაფუძვლო იმედი და დაუჯერებლობა იმის, რომ ივანიშვილი შეგნებულად აკეთებს ყველაფერს, რომ სტატუსი ვერ მივიღოთ, უკვე ცოტა არ იყოს გულუბრყვილობიდან არაგონივრულობაში გადადის. ის არც საკუთარ ფულზე ვაჭრობს, არც პოლიტპატიმრებით, არც სხვა რამით. მას სჭირდება ის, რასაც დასავლეთისგან ვერ მიიღებ, რასაც დასავლეთთან დაახლოება გამორიცხავს – ხელისუფლების უზურპაცია, სანამ ცოცხალია. ამაზე გარანტიებს მარტო რუსეთი გასცემს. ეს მხოლოდ რუსეთისთვისაა მისაღები.

✔ კარგად რომ მოვისმინოთ მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადება:
– “ნედ პრაისი არ შეიძლება იტყუებოდეს? ნუ გაქვთ დასავლეთი რწმენის საკითხში აყვანილი“. ესაა “ოცნების” ახალი იდეოლოგია – სუვერენისტული პოპულიზმი. ბრიუსელით და ვაშინგტონით გვიცვლიან სსრკ-ს დროინდელ მოსკოვს. დასავლეთს აღარ აქვს უფლება დემოკრატიას გვასწავლიდეს, თვითონ არ იცის დემოკრატია. აგენტოკრატია არის დასავლეთის მმართველობა საქართველოში, თუ არა და აგერ ნახავთ, რამდენი აგენტი ჰყავს საქართველოში – ესაა ამ მოკლე სისულელის რეალური შინაარსი. ეს იქნება მთავარი საარჩევნო ხაზი.
– “კანონს ვაგზავნით ვენეციის კომისიაში და გავითვალისწინებთ მის დასკვნას, თუ, რა თქმა უნდა, თეთრზე შავი არ თქვეს, როგორც ახლახან 500-მა ევროპარლამენტმა“. აი, აქ არის ვენეციის კომისიაში კანონის გაგზავნის თავი დამარხული. “ოცნებამ” შეუძლებელია არ იცოდეს ამაზე დასკვნა რა იქნება – ვენეციის კომისიას უკვე აქვს ამგვარ კანონზე მკვეთრად უარყოფითი დასკვნები გაცემული. გაგზავნის მიზეზიც ესაა – მოვა უარყოფითი დასკვნა, რაზეც იტყვიან შავზე თეთრიაო, კანონს მიიღებენ და იტყვიან, აი, ევროპა როგორ იცავს თავის აგენტებს და ვენეციის კომისიაც აღარაა ჩვენთვის სანდოო. აღმავალი ხაზით ეს მივა ვენეციის კომისიის ქოლგა ორგანიზაციამდე – ევროსაბჭომდე. და ბოლოს სტრასბურგის სასამართლომდე, რომელიც ამ კანონზეც და ბევრ სხვა საკითხზე, დარწმუნებული ვარ, მძიმე გადაწყვეტილებებს გამოიტანს. ამისგან თავის დასაზღვევად, “ოცნება” რუსული Playbook-ის შემდეგ ნაბიჯს გადადგამს – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიის უფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიანიჭებს, იქნება ცვლილებები სასკოლო კურიკულუმებში და სახელმძღვანელოებში, თუ უკვე არ არის. ამასაც უნდა დააკვირდეს ვინმე – ისტორიის გადაწერა სავალდებულოა რუსული Playbook-ის თანახმად.

✔ აქცენტი, რომ ამ კანონის მიღებით მარტო დემოკრატია კი არ დაზარალდება, არამედ სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი ფენები და ასევე ეკონომიკის მთელი რიგი დარგები, ასევე ივანიშვილის არცოდნაა. ამოცანაც ზუსტად ამაშია – ხალხი უნდა გაღარიბდეს (თუ კი დარჩა ვინმე, ვინც ღარიბი არაა) და ესეც დასავლეთს და მათ აგენტებს დაბრალდეს – “დასავლეთი გვჩაგრავს” – ესაა ივანიშვილის მთავარი სლოგანი, ამაზეა აგებული პროპაგანდა, ამაზე აიგება საარჩევნო აგიტაცია. ცხადია, ამ ვითარებაში, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ – თეორიულად შეუძლებელია კანდიდატის სტატუსი იმან მიიღოს, ვინც ევროპის კავშირის კონვენციის მე-7 მუხლს არღვევს. ასეთებს ევროკავშირიდან რიცხავენ (უნგრეთზე აპირებდნენ პროცედურების დაწყებას), არათუ კანდიდატობას ან წევრობას ანიჭებენ. ეს უარიც კი მთავარი იარაღია ივანიშვილის ანტიდასავლური პოპულიზმისთვის და მას ეს უარი სასიცოცხლოდ სჭირდება. ამის მისაღწევად ის ყველაფერს იზამს და ფუჭია მისი დამუნათება, ფუჭი და არაგონივრული. დასავლეთის შანტაჟი ევროკავშირისგან დაშორებით ტაქტიკური სვლა კი არ არის, დასავლეთისგან დაშორება სტრატეგიული მიზანია. ამიტომაც ტაქტიკებს კი არ უნდა ვებრძოდეთ, სტრატეგიის მატარებელი და განმსაზღვრელი უნდა მოვიშოროთ.

არ ვიცი, გარეთ როგორ შეიგრძნობა ეს ყველაფერი. ციხიდან ასე ჩანს. თუმცა, ციხეში კონტექსტი რთული აღსაქმელია და უნდა მაპატიოთ, თუ მეშლება🙂

თქვენი ნიკა, 212-ე საკნიდან“, – ნათქვამია ნიკა გვარამიას ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ განმარტებებში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...