spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და...

“მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიას ოფიციალური მიწვევა არ მიუღია, რის გამოც არ იმყოფებოდნენ უკრაინაში. ამასთან პარლამენტის სპიკერი, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის მწვავე გზავნილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საელჩოს ცალკეული წევრების განცხადებებზე შეფასებას არ გააკეთებს:

,,გუშინ, მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის რადის ხელმძღვანელთან. მისი მხრიდან მივიღეთ მადლობა ჩვენი მხარდაჭერისთვის. ეს არის, რასაც ჩვენ ვაფასებთ. ამიტომ მე უკრაინის სალეჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით, მას გაესაუბრება.

მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ პერიოდში – უკრაინას საქართველოში წარმოადგენდეს ნამდვილი ელჩი და არა საელჩოს თანამშრომელი. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით – რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არის ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ ერთმანეთს გადაკიდონ უკრაინა და საქართველო”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის: 24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა მწვავე შეფასება გააკეთა საქართველოს მხრიდან წარმოებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით:

,,ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“, – განაცხადა ანრეი კასიანოვმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...