საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, რასაც ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას უწოდებს:
,,ალბათ, აიძულებს ის ძალა, რომელმაც პროვოცირება გაუკეთა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვას. შემდგომ მთელ ამ კამპანიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს.
რა თქმა უნდა, ისინი ყველანი ცდილობენ, აქ უკვე გიული ალასანიაც და მიხეილ სააკაშვილიც, გარკვეულწილად მძევლები არიან თავისივე საქციელისა, რომ გააგრძელონ ძალისხმევა იმისათვის, რომ ეს სააკაშვილის მდგომარეობა გამოყენებული იქნას მაქსიმალურად საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


