რუსეთის წარმომადგენელი გრიგორი კარასინი განცხადებას აკეთეს, რომ საქართველო დასავლეთის ზეწოლის ქვეშ არის. აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთან შეფასებას აკეთებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი:
,,რუსეთი საქართველოს უპირებდა და უპირებს კისრის მოგრეხვას. დასავლეთი საქართველოსთან დაკავშირებით, ხელზე თუ ვილაპარაკებთ, – გამოწვდილია დახმარების ხელი. ეს ასეა უკვე ათწლეულებია და ამას ვერანაირი კარასინის რიტორიკა ვერ შეცვლის.
აქ ჩვენ კითხვა ის უნდა გვქონდეს – საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, რატომ არ აკეთებენ ყველაფერს ზუსტად ამისთვის, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციისთვის?! რატომ აღვივებენ იმ ტიპის განწყობებს საზოგადოებაში, რომ თითქოს დასავლეთს უნდა რაღაცა საქართველო ბოროტად გამოიყენოს თავისი მიზნებისთვის?! რაღაცა იაფად გადაახურდავოს დიდ ამბებში და ა.შ.”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


