სამშაბათი, მარტი 18, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: პირველი აპრილიდან ტაქსის არსებული ნებართვა იქნება...

კახა კალაძე: პირველი აპრილიდან ტაქსის არსებული ნებართვა იქნება მუდმივი, თქვენი საკუთრება

ნებართვა, რომელსაც ტაქსის მძღოლები ფლობენ, პირველი აპრილიდან უვადო გახდება და მფლობელის საკუთრება იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტი შექმნის პლატფორმას, სადაც ნებართვის მფლობელს შეეძლება, აღნიშნული ლიცენზიით ივაჭროს:

ეს ნებართვა პირველი აპრილიდან იქნება თქვენი საკუთრება მუდმივად. მეტ ლიცენზიას, ნებართვას დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აღარ გასცემს. ვნახეთ, როგორ რეგულირდება ეს საკითხი ევროპულ ქვეყნებში. ალბათ, ვინც ამ მიმართულებით მუშაობთ, ჩემზე მეტი ინფორმაცია გაქვთ და იცით, რომ ტაქსის ნებართვები აღარ არსებობს საერთოდ. ის ოჯახებიდან გადაეცემა იმ ადამიანებს, ვისაც თავის დროზე აღებული აქვს ნებართვა.

თუ ადამიანს არ აქვს სურვილი, ამ ნებართვით გააგრძელოს საქმიანობა, ვქმნით შესაბამის პლატფორმას, სადაც შეეძლება, ამ საქმიანობის ლიცენზია გამოიტანოს და ივაჭროს. ნებართვა 1 000 და 2 000 ლარი კი არ ეღირება, არამედ გაცილებით მეტი. ამას ცხადია, გარკვეული დრო დასჭირდება. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ხელში მნიშვნელოვანი აქტივი გქონდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პრეზენტაციაზე რეფორმის მესამე ეტაპის დეტალებზე თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემაც ისაუბრა.

ტაქსების რეფორმაზე რამდენიმე წელი ვიმუშავეთ. ჩვენი მიზანი იყო, გაგვეძლიერებინა ბაზარი და ამასთანავე, გაგვეუმჯობესებინა ტაქსით მომსახურების ხარისხი. მესამე ეტაპზე, შეიქმნება A კატეგორიის ნებართვის ბაზარი. ერთწლიანი, A კატეგორიის ნებართვები გახდება მუდმივი, უვადო. ბაზარზე დაშვებული იქნება A კატეგორიის ნებართვებით ვაჭრობა, ყიდვა-გაყიდვა, იჯარით გაცემა-მიღება და ნებართვის უფლებრივად დატვირთვა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ A კატეგორიის სანებართვო ბაზარზე, ფიზიკური პირების გარდა, იურიდიული პირებიც შემოვლენ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი არსებული, ძველი სისტემით, A კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს.

2023 წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი შეწყვეტს არსებული, ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას, ხოლო 2023 წლის პირველი აპრილიდან ერთჯერადად, მუნიციპალიტეტი გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს. ახლა უკვე ისმის ყველაზე მთავარი კითხვა: ვისზე გაიცემა ეს A კატეგორიის, ახალი სისტემით გათვალისწინებული ნებართვები? პირველი აპრილიდან მუნიციპალიტეტი ახალი სისტემით გათვალისწინებულ, A კატეგორიის ნებართვას გასცემს ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში, თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას, ერთ ფიზიკურ პირზე ერთი ნებართვის პრინციპით“, – აღნიშნა ვიცე-მერმა.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი გააცნო.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“ზოგადად, მინისტრები ელჩებთან შეხვედრის ფოტოებს არ ასაჯაროებენ… ასეთს, მით უმეტეს…” – კოტე კემულარია

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, უზენაესი სასამართლოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი არ ისჯება დანაშაულისთვის – ის ისჯება წარმატებისთვის, რომელიც საქართველოს მოუტანა” – გიორგი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმაურება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

“ეს ქოცი ჯერ ბიძინას მთავრობიდან დევნიდა მიშა სააკაშვილს და “ნაციონალურ მოძრაობას”, ახლა ოპოზიციის ფლანგიდან...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის პოზიცია-გამონათქვამს -...

ოვალურ კაბინეტში ორივე ერთად რომ ყოფილიყო – მიშა და ზელენსკი, მაშინ “ვნახავდი თქვენს ბუმბულს...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ამერიკელებმა რაღა თქვან, მგონი ისინი ჩვენზე უარეს დღეში არიან” – ირაკლი ოქრუაშვილი

აშშ-ში 2 ქვეყნის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმორ ზელენსკის...

“ნუ ქმნით დრამას თქვენი გადაწყვეტილების ლეგიტიმაციისთვის და ნუ აძლიერებთ რეჟიმს, ამ სასაცილო, სამარცხვინო, მორღვეულ...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ცალკეული პირების მიერ...