განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს ფილმ “შინდისის” წარმატების შესახებ:
“რეჟისორ დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისი“ ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფესტივალის “გრან პრი” გადაეცა!
თავად დიმიტრი ცინცაძე კი საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.
ვულოცავთ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს მიღწეულ წარმატებას!”
ცნობისათვის: ფილმი “შინდისი” წარდგენილია ამერიკის კინოაკადემიის – “ოსკარის” დაჯილდოების 92-ე ცერემონიაზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში.