spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქალბატონო ელჩო, ორ უფასო რჩევას მოგცემთ და აუცილებლად...

“ქალბატონო ელჩო, ორ უფასო რჩევას მოგცემთ და აუცილებლად გამოგადგებათ იმ ქვეყანაში, სადაც კარიერას გააგრძელებთ” – ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს მიმართავს

რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის ნეგატიურ პოზიციას, მწვავე შეფასებებითა და კონკრეტული რჩევებით ეხმიანება პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი:

ქალბატონო ელჩო, ორ უფასო რჩევას მოგცემთ და აუცილებლად გამოგადგებათ იმ ქვეყანაში, სადაც კარიერას გააგრძელებთ.

პირველი: ქართველების სახელით საუბარს რომ შეეშვათ და უბრალოდ თქვენი აზრი დააფიქსიროთ, უფრო უპრიანი იქნებოდა. ხალხის სახელით საუბარს ძალიან დიდი ლეგიტიმაცია სჭირდება ამავე ხალხისგან და მემგონი, თქვენ ამ ლეგიტიმაციასთან ძალიან დიდი მანძილი გაშორებთ;

მეორე: რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს ჩვენი ქვეყნიდან, ეს აუცილებელია, თუმცა ეს არაფერ შუაშია ფრენების აღდგენასთან. როდესაც ერთი მეორეს არ გამორიცხავს და მეორე პირველს, არამგონია მსგავსი არჩევნის დაყენება მთლად კეთილსინდისიერი საქციელი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის: კელი დეგნანმა, რუსეთის მხარის ინიციატივაზე, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ “ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია რუსეთმა საკუთარი ჯარები გაიყვანოს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...