spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რამდენად დაცლილია ადამიანი ელემენტარული მორალისგან, რომ იმ ადამიანზე...

“რამდენად დაცლილია ადამიანი ელემენტარული მორალისგან, რომ იმ ადამიანზე ცდილობს შეტევის მიტანას, ვინც კაცად აქცია” – ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი გახარიაზე

გიორგი გახარიას კრიტიკულ პოზიცია-განმარტებებს ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში, მწვავე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი:

მაზაკვალი გახარიას ახლა გამოჩენა მრავლისმეტყველი იქნებოდა, რამეს რომ წარმოადგენდეს ქართულ, გნებავთ ზოგად პოლიტიკაში. თუმცა, მისი ბუნებიდან გამომდინარე, და აქ ცხადია მისი მოღალატეობრივი ბუნება იგულისხმება, როგორც ჩანს ჩათვალა ზურგში დანის ჩაცემის მომენტი სწორედ ახლაა.

ვოზდუხა გახარია ფიქრობს, სააკაშვილის თემის „გააქტიურების“ ფონზე, უპრიანი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის საკითხის წინ წამოწევა. საკითხი კი ძალიან სუსტია, ივანიშვილის „არაფორმალური მმართველობა!“- ამას უკვე რამდენი ხანია ფოტიგა-კუბილიუსები გაჰკივიან, და გახარიას ახლანდელი ამოხავილი, უფრო სასაცილოდ გამოიყურება. ისინი ბოლოსდაბოლოს ევროპარლამენტში სხედან (მართალია სამარცხვინოდ) და გახარია, კი სად არის მგონი თვითონაც არ იცის.

ისე, რამდენად დაცლილია ადამიანი ელემენტარული მორალისგან, რომ იმ ადამიანზე ცდილობს შეტევის მიტანას, ვინც კაცად აქცია, თუმცა „კაცი“, აქ მგონი ძალიან ზედმეტი სიტყვა გამომივიდა.

პოლიტიკა ასეთია, პოლიტიკა ისეთია, პოლიტიკაში მოსულა და პოლიტიკაში დასაშვებია – ეს სწორედ გახარიასნაირების მოგონილი ტერმინებია. იმ გახარიასნაირების, რომლის დამფუძნებელი არა მაგრამ მემკვიდრეს ნამდვილად წარმოადგენს: ჯერ პოლიციელებს უტეხდა სახელს, მერე პრემიერ მინისტრის რანგში მყოფი გადაგა იმის გამო, რომ დამნაშავე მელია არ დაეჭირა, გუნდს ზურგში დანა ჩასცა იმის გამო, რომ ნაცებისთვის არ ეწყენინებინა, საბოლო ჯამში კი ყველაზე მეტად თავისი თავი დააზარალა. ახლა კი მისი კვლავ გამოჩენა, უფრო მეტ ეჭვს აჩენს იმაზე, რომ გახარია, დაგვიანებული თუ შტატგარეშე მიშისტი, ქართულ პოლიტიკაში, კერძოდ კი ხელისუფლებაში საკმაოდ ოსტატურად შემოიპარა, თუმცა რეალურად პოლიტიკოსის სახელის დამკვიდრებას ვერანაირი გაქნილობით და ოსტატობით ვერ ახერხებს, სხვა სახელი კი ნამდვილად დაიმკვიდრა საქართველოში!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...