spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ქართული ოცნება" ერთგულია ნაკისრი ვალდებულებების, მაღალი ხარისხით უზრუნველყოს...

“ქართული ოცნება” ერთგულია ნაკისრი ვალდებულებების, მაღალი ხარისხით უზრუნველყოს 12 პუნქტიანი გეგმის სრულფასოვან განხორციელებას, რაც კონკრეტული ნაბიჯებითა და აქტივობებით დასტურდება – გივი მიქანაძე

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ წინსწრებით წარმოადგინეს დასკვნის პროექტი ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით, რომლის საბოლოო ვერსიის დამტკიცება ნავარაუდევი აქვთ მიმდინარე წლის 15 დეკემბრის სხდომაზე. დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებს უკავშირდება. განსაკუთრებული პოზიტიური აქცენტები დასკვნაში გაკეთებულია ადგილობრივი თვითმმართველობის კანდიდატებისთვის მოთხოვნილი საცხოვრებელი ცენზის შემცირებაზე, ქვედა რგოლის საარჩევნო კომისიების წევრთა და დამკვირვებლების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებებზე, არჩევნების შედეგების გადათვლის დამატებითი კრიტერიუმების შემოღებასა და საჩივრების წარდგენის კუთხით გაზრდილ ვადებზე“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც ისაუბრა „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ წინასწარ დასკვნაზე.

მისი თქმით, დასკვნის პროექტში, შემდგომი სრულყოფის მიზნით, რიგ საკითხებზე მოცემულია რეკომენდაციები და მათი უფრო დეტალური გაწერა მეორე მოსმენაზე მოხდება, რაზეც ჯერ კიდევ პირველი მოსმენის ფორმატში იყო საუბარი.

ჩვენ დეტალურად განვიხილავთ დოკუმენტში ასახულ თითოეულ რეკომენდაციას და მეორე მოსმენისთვის წარვადგენთ შესაბამის ცვლილებებს.

საზოგადოებას ახსოვს, რომ როდესაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ საჯაროდ გამოცხადდა დეტალური სამოქმედო გეგმა, იქ გაიწერა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები მიღებული იქნება 2022 წლის ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიისგან ველოდებოდით დასკვნას გაცილებით ადრე, არსებული მოცემულობა გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ცვლილებები სამივე მოსმენით დეკემბრის ბოლომდე მივიღოთ.

მოგეხსენებათ, რომ არსებული პრაქტიკით, დასკვნის სამუშაო ვერსია ცვლილებებს ფაქტიურად არ განიცდის. შესაბამისად, ვიხელმძღვანელებთ რა წარმოდგენილი დოკუმენტით, მიმდინარე კვირას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განსახილველად იქნება წარდგენილი ცვლილებათა პაკეტი მეორე მოსმენის ფორმატში და მხარდაჭერის შემთხვევაში, მომავალ სასესიო კვირას განხილული და დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისი თქმით, ცალსახაა, რომ მუშაობა, რომელიც მმართველმა გუნდმა ოპოზიციური სპექტრის ნაწილთან ერთად გასწია გასული თვეების განმავლობაში, დადებითად იქნა შეფასებული ასეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

გივი მიქანაძის განცხადებით, პროცესისთვის ჩვეული გამჭვირვალეობიდან გამომდინარე დოკუმენტი ორივე საერთაშორისო ორგანიზაციასთან წინასწარი კომუნიკაციის საფუძველზე დღეს გამოქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი დოკუმენტის წარმოდგენისა და თანამშრომლობისთვის. „ქართული ოცნება“ ერთგულია ნაკისრი ვალდებულებების, მაღალი ხარისხით უზრუნველყოს 12 პუნქტიანი გეგმის სრულფასოვან განხორციელებას, რაც კონკრეტული ნაბიჯებითა და აქტივობებით დასტურდება“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ევროკომისიის 12 – პუნქტიანი გეგმის განხორცილების ფარგლებში, 5 ოქტომბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებულ პროექტს, რომელიც მოიცავდა შესაბამის ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში, რაც 10 ოქტომბერს ექსპერტული დასკვნისთვის ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ საკუთარი სათნოების დემონსტრაციის მიზნით” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...