spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ზარქუა: სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა თავი...

ირაკლი ზარქუა: სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა თავი მოვიწონოთ, ასეთი ეკონომიკური ზრდა არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს

პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა მოიტანა:

ჩვენმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა ეს შესაძლებლობა, ერთის მხრივ თავი მოვიწონოთ, იმიტომ, რომ ასეთი ეკონომიკური ზრდა არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს და მეორე მხრივ, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ტარდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხელფასებისა და პენსიების მატებაზეც საუბრობს:

როგორც ქვეყნის პრემიერმა თქვა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი შემოვა, სადაც აისახება ის გაზრდილი შემოსავლები, რომლითაც ფიქსირდება არა 8,5%, როგორც ახლა გვაქვს მოქმედი გათვლა, არამედ 10%-ზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდა.

უკვე მეორე წელია ასეა და ეს სწორედ ღარიბაშვილის და მისი მთავრობის დამსახურებაა. სწორედ ამან მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა, რომ გაგვეზარდა პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის ხელფასი 20%-ით. რომ საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით მოემატოთ. მათ შორის მუნიციპალიტეტებს მიეცა შესაძლებლობა, რომ საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის გაეზარდა ხელფასები.

ასევე, შეჭირვებულ ოჯახებში ბავშვების დახმარება 50 -დან 200 ლარამდე გავზარდეთ ბოლო ორი წლის განმავლობაში. პენსიები 30%-დან 70%-მდე იზრდება, ეს დამოკიდებულია ასკზე და იმაზე მთაში ცხოვრობს თუ ბარში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციას პარლამენყის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...