spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არის ბიძინა ივანიშვილი...

“ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება” – ნიკა მელია

ევროპაში განხორციელებული ვიზიტისა და პოლიტიკური პარტნიორების პოზიციების შესახებ, სპეციალურ ბრიფინგზე, ისაუბრა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიამ:

მინდა გაგაცნოთ ჩემი ვიზიტის შედეგები და შევაფასო ჩვენი პარტნიორების პოზიციები საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა – ქალბატონმა კელი დეგნანმა განაცხადა რომ რუსი ოლიგარქის დეპუტატების გამონათქვამები კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებულს ჰგავს.

მათ კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოღებული აქვთ არა მხოლოდ გამონათქვამები, არამედ მათი ყოველი ქმედება ნაკარნახევია სწორედ კრემლიდან და მათი ყოველი ნაბიჯი მიმართულია უკან, რუსულ, იმპერიულ წიაღში დასაბრუნებლად.

ბრიუსელში შეხვედრები მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენლებთან, საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქციების წარმომადგნელებთან.

ჩვენ ევროპელი მეგობრები სრულად იზიარებენ ჩვენს სწრაფვას დასავლეთისკენ და გვეხმარებიან, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ევროპელ მეგობრებს აქვთ ერთიანი, მკაფიო პოზიცია, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის კანდიდატობის რეკომენდაციებს.

ლისაბონში ჩატარდა ყველაზე დიდი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების, “ევროპის სახალხო პარტიის” პოლიტიკური ასამბლეა, რომელმაც მიიღო რეზოლუცია, სადაც მკაფიოდ აღნიშნულია, რომ:

  • საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას და აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას;
  • ხელისფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა საქართველოში – მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ხოლო ნიკა გვარამია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს;
  • რეზოლიციაში პირდაპირ აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მიტაცებულია და მტკიცედ დაფიქსირებულია ურყევი პოზიცია ოლიგარქ ივანიშვილის დასანქცირების აუცილებლობის შესახებ.

ამ ვიზიტის დროს ჩვენ კიდევ ერთხელ თალნათლივ დავინახეთ – ერთადერთი დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.

ამ აზრს ასევე იზიარებენ აშშ სენატში, სადაც ორი დღის წინ „საქართველოს უზარმაზარ უკუსვლად“ შეაფასეს პროცესები და საუბარი დაიწყეს საქართველოსთან მიმართებაში სტრატეგიის გადახედვის მიზაშეწონილობაზე.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით ვაცხადებ, ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრესი პრიორიტეტი იყო არის და იქნება საქართველოს თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია,
პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და მისი გადაყვანა დასავლურ სამედიცინო დაწესებულებაში.

ქყვენის დემოკრატიული განვითარება და მედიის თავისუფლება თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!” – აცხადებს ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...