spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"წესად არ მაქვს ბრიყვებს პასუხები გავცე, მაგრამ ამჯერად...

“წესად არ მაქვს ბრიყვებს პასუხები გავცე, მაგრამ ამჯერად სხვა გარემოებაა” – მაია ნადირაძე თინა ხიდაშელს მიმართავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მწვავე პოზიციას, მის მიმართ, საპასუხო მწვავე პოზიციით, ეხმაურება ყოფილი პარლამენტარი მაია ნადირაძე:

წესად არ მაქვს ბრიყვებს პასუხები გავცე, მაგრამ ამჯერად სხვა გარემოებაა.

“ტვ პირველის” ეთერში ჩემ ნათქვამს გამოხმაურებია თინა ხიდაშელი. როგორც ჩანს, პოლიტიკური ბეცის ამპლუაში ყოფნამ ააღელვა და, არც მეტი და არც ნაკლები, რაკი სხვა ვერაფერზე რეაგირებს, ისევ “გირგვლიანის საქმეს” მიახტა.

აქვე ვიტყვი, რომ ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, ვერ მოვახერხე ობიექტური მიზეზის გამო – ანუ, სათანადოდ ვერ გამოვხატე წუხილი და სინანული. ასევე არ მითქვამს მსგავს საქმეებზე ივანიშვილის ყოფილი ადეპტების გულგრილობაზე და მათ პათოლოგიამდე მისულ ობსესიურობაზე.

ვწუხვარ, ვწუხდი და მუდმივად შემაწუხებს ეს ამბავი, განსხვავებით პოლიტიკურად ბეცი ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან, რომლისთვისაც ეს ტრაგედია პოლიტმუშაკური ფინტია. ეს ის მინისტრი და საზოგადო მოღვაწეა, რომელიც რუსი ოლიგარქით ისე იყო აღფრთოვანებული, რომ ვერ “შეამჩნია” მისი მინისტრობის დროს როგორ გააცუკცუკეს ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სია სამინისტროდან და მტერს გადასცეს (არც გაბედოთ თქვათ, რომ ეს მერე მოხდა – მერე გამჟღავნდა, თორემ მოხდა “დიდი თინას” დროს).

საკუთარ დანაშაულებს მიხედეთ და თან ისეთს, მონანიებას რომ არ ექვემდებარება.

და ვიდრე ღმერთს ახსენებთ და თავში ხელს შემოირტყამთ, პატივცემულო თინა, რომ თურმე ჩემნაირების ლეგიონია ქვეყანაში, საკუთარ მანქურთებს გადაავლეთ თვალი და გაიხსენეთ ვისი მეცადინეობით ვართ ამ დღეში, სადაც ვართ.

თუ რამე არ გახსოვთ, არ დაგზარდებით და ყველაფერს გაგახსენებთ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მაია ნადირაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...