საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მწვავე, მძაფრ პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ევროპარლამენტარების მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებულ რეზოლუციაში კონკრეტული ცვლილებების შეტანის ინიციატივასთან დაკავშირებით:
,,წარსული თავს გვახსენებს ყოველდღიურად. სამწუხაროა, რომ ამის შესახებ ევროპარლამენტარებმა იციან, მაგრამ არად დაგიდევენ, ვინაიდან თავისი პოლიტიკური მიზანი და ამოცანა გააჩნიათ – საქართველოში დესტაბილიზაცია არის მთავარი ამოცანა, რასაც შეგვიძლია თავისუფლად ვუწოდოთ შეთქმულება საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.
იქნება სრული მობილიზაცია კუბილიუსების, ,,ნაცმოძრაობის”, რომ როგორმე ევროსტრუქტურებში არ იქნეს პოზიტიურად და ობიექტურად შეფასებული ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება, პარლამენტი, უმრავლესობა და უმცირესობის გარკვეული ნაწილი აკეთებს ამ რეკომენდაციების შესასრულებლად“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


