აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ბონი ჯენკისის განცხადებაზე, ელჩ კელი დეგნანთან მიმართებაში დაფიქსირებულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი:
,,პერსონალური თავდასხმები მახსოვს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერებისაგან, პირადად ნიკა გვარამიას მხრიდან, რომელიც სახელმწიფოდან გაძევებას მოითხოვდა კელი დეგნანის. ეს არის პიროვნული თავდასხმა.
როცა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მათ შორის შენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელთან, ეს არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც პიროვნული თავდასხმა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილენ ბონი ჯენკისი განცხადებას აკეთებს, სადაც საუბრის აშშ-ს სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის მიმართ განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით:
,,ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, შევხვდები ,,ქართული ოცნების” ლიდერებს იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრების დროს მოუთმენლად ველოდები, რომ გავაჟღერო გზავნილი ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარ სამუშაოსთან დაკავშირებით, რასაც ელჩი დეგნანი და მისი საელჩოს გუნდი ახორციელებს საქართველოში – იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს და წინ წაწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდახხმები, რაც ელჩ დეგნანზე ვიხილეთ,” – განაცხადა ბონი ჯენკინსმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


