spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს საქართველოს პარლამენტში არის 15 რუსეთის აგენტი-რეზიდენტი, მათ...

“დღეს საქართველოს პარლამენტში არის 15 რუსეთის აგენტი-რეზიდენტი, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე” – გიორგი ვაშაძე

პარლამენტის დეპუტატი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სკანდალურ განცხადებას აკეთებს ქვეყანაში მოქმედ რუსეთის აგენტებთან დაკავშირებით:

,,გუშინ პრორუსული პარტიის, ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და მისი ოთხეულის მხრიდან, ჩვენ ფაქტობრივად მოვისმინეთ აღიარებითი ჩვენება – დაადასტურეს, რომ მათ ინტერესში არ შედის საქართველოსთვის თანამედროვე იარაღის მიწოდება. მათ აღიარეს და დაადასტურეს, რომ სწორედ რუსული ტანკები ეიმედებათ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება.

რაც ყველაზე საგანგაშოა მათ ისეთივე ლაჩარი და მხდალი ჰგონიათ ქართველი ერი, როგორიც თვითონ არიან და რასაც თავად აკეთებენ.

რუსეთი თავს ესხმის სუსტებს და არა ძლიერებს! საქართველოსთვის მშვიდობის გარანტი არის 3 რამ: HIMARS (ჰაიმარსები), პატრიოტები და ,,აბრაამსის ტანკები“. ამ შემთხვევაში რუსეთი ვერასდროს ვერ გაბედავს ჩვენზე თავდასხმას!

სწორედ ამას ეწინააღმდეგება ის რუსული რეზიდენტულ-აგენტურული ქსელი, რომელიც საქართველოშია.

და მთავარი სათქმელი – ჩვენი ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტში და უმაღლესი თანამდებობის პირებზე დაახლოებით არის 15 რუსეთის აგენტი-რეზიდენტი. მათ შორის არის ის ოთხეული, რომელიც ასე გავეშებულად გამოდის. ესენი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან, მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა – მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი ირაკლი კობახიძე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...