შაბათი, მაისი 10, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინაცვლად იმისა, ორიენტირებულნი იყოთ იმაზე, რომ ევროპა არის...

ნაცვლად იმისა, ორიენტირებულნი იყოთ იმაზე, რომ ევროპა არის მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი გარანტი, თქვენ დაკავებული ხართ რეალობის მოდელირებით – პაატა მანჯგალაძე საპარლამენტო უმრავლესობას

პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ისტორიული შანსია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას ევროპაში ინტეგრაცია არ უნდა:

ნაცვლად იმისა, ორიენტირებულნი ვიყოთ იმაზე, რომ ევროპა არის მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი გარანტი, კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შანსი და შესაძლებლობა საქართველოში ყველა დაბადებული თაობისთვის, თქვენ დაკავებული ხართ რეალობის მოდელირებით, რათა მთავარი თემა იყოს ბაიდენს და შარლ მიშელს უნდათ თუ არა საქართველოში ომის დაწყება და ამაში გამოგყვეთ დისკუსიაში.

მესმის, ამას მარტივი, პრიმიტიული მიზანი აქვს – თქვენ არ გინდათ ევროპაში ინტეგრაცია იმიტომ, რომ ევროპული დემოკრატია და ოლიგარქია შეუთავსებელია ერთმანეთთან.

მე მაინტერესებს კითხვებზე პასუხი და თუ ნამდვილად დაინტერესებული ხართ ინტეგრაციის პროცესით, რიტორიკა – დასავლეთი ომს გვაძალებს, რას გაძლევთ?

რა დივიდენდის მომტანია ეს საქართველოსთვის? გვეხმარება ინტეგრაციაში?

ყოველ დღე ამერიკის ელჩის ამოჩემება და სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაზე თავდასხმა ვის ინტერესს შეიძლება ემსახურებოდეს? მაშინ რომელ სხვა გზას გვთავაზობთ – თუ ამერიკის და ევროპის გზა ომის და საქართველოს დანგრევის გზაა?

ეს არის პრიმიტიული ნარატივი იმისა, რომ შევქმნათ მოლოდინი, გადაიფაროს მარცხი და ხალხმა ის კი არ თქვას, რომ რა ცუდია ქვეყანა ისტორიულ მარცხამდე რომ მივიდა და თქვენი პასუხისმგებლობა არ დადგეს, არამედ თქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ომს აგვაცილა და უნდა ვიზეიმოთ თურმე კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება.

ამას გვთავაზობთ? ამაში უნდა გამოგყვეთ? ეს არის გზა?“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...