spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ შესალებელია საქართველოს...

“რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ შესალებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში იბრძოლონ?! – ნინო ლომჯარია

რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ქვეყანაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას ერთგვარი ბრალდებებით თუ პრევენციული განცხადებით ეხმაურება მმართველი პარტია. აღნიშნულთან მიმართებაში ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია:

,,კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქსენოფობია არის აბსოლუტურად მიუღებელი. მით უმეტეს აგრესია თუ ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული წარმოშობის ადამიანების მიმართ. ასეთ თითოეულ შემთხვევას სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა და დაგმობს თუ კი ჩვენ დავინახავთ, რომ არსებობს ასეთი პრობლემა.

თუ კობახიძეს აქვს კონკრეტული ფაქტები, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველს და ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ ეს საქმე. არცერთ არაპოპულარ თემაზე მსგავსი განცხადებების გაკეთება ჩვენ არასოდეს მოგვრიდებია. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ არის ქსენოფობია.

თუმცა, 8 აგვისტო მოდის, არავის არ უნდა გაუკვირდეს ნეგატიური განწყობები.

ამ ქვეყანაში – იქ, სადაც 300 000-ზე მეტი დევნილი არის და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს უკრაინაში, ცოტა არ იყოს და მიკვირს, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ შესალებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როდესაც მათი სახელმწიფო ან ხელისუფლება დაუძახებს – იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ!

ამიტომ ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება სიყვარული არ გამოხატოს მოქალაქეებმა. ბუნებრივია, უკმაყოფილება, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს არც ერთ შემთხვევაში უკანონო ფორმებში. სახალხო დამცველი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თუ ასეთი საშიშროება დავინახეთ ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს უნდა გაუძლოს” – კახა კალაძე

„აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც ათეულ წელს...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...