spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" მთავარი ამოცანაა მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნება -...

“ქართული ოცნების” მთავარი ამოცანაა მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნება – პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით და ხელისუფლების მიმართ მწვავე კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს:

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა და ხალხის ნების გამომხატველმა ოპოზიციამ, 12 პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციის შესრულებისთვის ხელისუფლებას შევთავაზეთ კონსტიტუციითა და რეგლამენტით განსაზღვრულ ფორმატში მონაწილეობა, რისთვისაც მოვიწვიეთ რიგგარეშე სესია, რასაც სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტი და საბოტაჟი გამოუცხადა.

მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან სესიის ბოიკოტისა, „სტრატეგია აღმაშენებელი“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აქტიურ მოქალაქეებთან ერთად, ვაპირებთ 12-პუნქტიანი ევროპული რეკომენდაციის შესრულებისთვის საჭირო კანონპროექტების მომზადებას, რომელსაც დავაინიცირებთ საშემოდგომო სესიისთვის.

ვფიქრობთ, რომ საკომიტეტო მოსმენები და პლენარული სხდომები არის ის ადგილი, სადაც საჯაროდ, გამჭვირვალედ, ფართო ჩართულობით უნდა მოხდეს აბსოლუტურად ყველა რეკომენდაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და არა „ქართული ოცნების“ მიერ მოგონილი სამუშაო ჯგუფების ფორმატებში, სადაც გაუგებარია სხვადასხვა ინიციატივების განხილვისა და გადაწყვეტილებათა მიღების წესი.

მით უფრო, როგორც თავად აცხადებენ, აპირებენ ისეთი დეოლიგარქიზაციის კანონის შემუშავებას, რომელიც არ გავრცელდება ივანიშვილზე, ისეთი სასამართლო რეფორმის მომზადებას, რომელიც არ აღიარებს სასამართლო კლანის არსებობას, შესაბამისად, არ ემსახურება სამართლიანი სასამართლოს იდეას და სასამართლოს კლანის გავლენისგან გათავისუფლებას. ასევე, ამ გაუგებარ და აბსურდულ ფორმატში მონაწილეობისთვის გვიყენებენ წინაპირობას, რომ მათ მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიქართულ ქმედებებზე დავდუმდეთ და არ გვქონდეს კრიტიკული შეფასებები.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ სამუშაო პროცესი, რომელსაც ,,ქართული ოცნება” აწარმოებს, დასრულდება უშედეგოდ, რადგან მათ არ სჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია, მათი მთავარი ამოცანაა მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნება, რისთვისაც ხელსაყრელი გარემო არა ევროპულ დემოკრატიაში, არამედ რუსულ პოლიტიკურ ჭაობში ეგულებათ.

სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნების“ ეგრედ წოდებული სამუშაო პროცესი იქნება დროის გაყვანა და იმის იმიტაცია, რომ თითქოს „ქართული ოცნება“ ცდილობს 12 პუნქტის შესრულებას და ევროპაში ინტეგრაციას.

აქვე გვესმის, სამოქალაქო სექტორის იმ წარმომადგენლების მოტივაციაც, რომლებიც იღებენ ამ ფორმატში მონაწილეობას და ცდილობენ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ დააბრუნონ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების რელსებზე, რისი მოლოდინიც, მსგავს ფორმატებში მუშაობით, სამწუხაროდ არ გვაქვს”, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...