,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი და საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ,,მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით:
,,ნორმალურ ქვეყანაში ნიკა გვარამიას წინააღმდეგ არც დადგებოდა სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენი. შესაბამისად, არც სასჯელი და ბრალი არ იარსებებდა.
ვინაიდან ,,ქართული ოცნება” გაჯიუტებულია ამ სიბრიყვეში და მიზანმიმართულად ახორციელებს ნიკა გვარამიაზე, როგორც წარმატებულ ოპოზიციურ, კრიტიკულ მედია მენეჯერზე, დაპირისპირებას – სამწუხაროდ მე არ მაქვს მოლოდინი, რომ მისი თუ დაცვის მხარის არგუმენტებს გაიზიარებენ და გამოუშვებენ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


