spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღარიბაშვილის საჯარო მითითება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მათ...

“ღარიბაშვილის საჯარო მითითება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის რუსეთიდან შევიძინოთ ნავთობი” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია სპეციალურ ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს სანქცირებული რუსული ნავთობის ქართულ ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით:

,,ნავთობი არის რუსული სისხლის მანქანის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი. რუსული ომის მანქანა იკვებება სწორედ ნავთობით. შესაბამისად, დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სანქცირების მხრივ არის რუსეთის ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება.

ამ პირობებში 2021 წელს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან იყო მე-3 ადგილზე, ხოლო ომის პერიოდში რუსეთი გახდა საქართველოს ნავთობ იმპორტიორი პირველი ქვეყანა. პირდაპირ ჩვენ ვაწვდით სისხლის მანქანას ფულს.

გარდა ამისა, მაისში, აპრილთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი გაიზარდა 70%-ით. რაც მთავრია ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ საქართველოში საწვავის ფასი არ გაიაფებულა.

ღარიბაშვილის საჯარო მითითება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შორის რუსეთიდან შევიძინოთ ნავთობი. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემა, რაც არის რუსული ომის მანქანის დაფინანსება, საქართველოს მთავრობისთვის არის ღია კავშირის, ურთიერთოებების თემა, რის გამოც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არა საქართველო, არამედ ,,ქართული ოცნების“ ოლიგარქიული მმართველობა უნდა იყოს დასანქცირებული“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...