spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილმა კარგად თქვა ღარიბაშვილზე "რაც გინდათ ის...

“ბიძინა ივანიშვილმა კარგად თქვა ღარიბაშვილზე “რაც გინდათ ის დაუძახეთო” – ჩემი აღზრდა და ზრდილობა არ მომცემს უფლებას ის დავუძახო, რასაც ვფიქრობ ახლა სინამდვილეში” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი და ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე მწვავე შეფასებას აკეთებს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილზე:

,,ხალხს ატყუებენ, თვალებში ნაცარს აყრიან – თითქოს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით კი არ მოვიდნენ და დღესაც ბიძინა ივანიშვილის გამო კი არ არიან, თითქოს რაღაც კონკურსი ჩატარდა. “ქართუში” კონკურსი რომ გაიარა 2003 წელს ღარიბაშვილმა, იმიტომ არის დღეს თურმე პრემიერ-მინისტრი.

აი, ასეთი სისულელის მიყიდვას ცდილობენ საზოგადოებაზე!

მე არ ვიკადრებ, ბიძინა ივანიშვილმა კარგად თქვა ღარიბაშვილზე ,,რაც გინდათ ის დაუძახეთო“ – ჩემი აღზრდა და ზრდილობა არ მომცემს უფლებას ის დავუძახო, რასაც ვფიქრობ ახლა სინამდვილეში.

ეს განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოს არ ერევა პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილს არაფერი აქვს საერთო ოლიგარქიასთან და არაფორმალურ მმართველობასთან – არის უსინდისობა და თვალებში ნაცრის შეყრა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...