spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები“ქართული ოცნების” ლიდერებს მიეცათ დავალება “ФСБ”-ს ოპერატიული ლეგენდის...

“ქართული ოცნების” ლიდერებს მიეცათ დავალება “ФСБ”-ს ოპერატიული ლეგენდის მაქსიმალურად მათივე ენით საქართველოს მოქალაქებისთვის მიწოდება – გიორგი ვაშაძე

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, ექსკლუზიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მოსალოდნელია ბიძინა ივანიშვილსა და სხვებთან მიმართებაში. ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე ყურადღება გაამახვილა “ФСБ”-ს ოპერატიული ჯგუფის მხრიდან საქართველოში წარმოებულ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე:

სანქციები მოახლოვდა არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ სხვებთან დაკავშირებით და ახლა მინდა გაცნობოთ ის საგანგებო ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის გახლდა ხელმისაწვდომი.

ამ სანქციების საკითხის გადასაფარად რუსეთიდან მოვლენილი იქნა “ФСБ” ოპერატიული ჯგუფი, რომლებმაც შეიმუშავეს ოპერატიული ლეგენდა, რომ თითქოს სანქციების დაწესება მიმდინარეობს, იმიტომ რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, უფრო მეტიც ამ ოპერატული ლეგენდის პირველი ფაზა იყო სამი ადამიანის გამოყოფა “ოცნების” მხრიდან, რომლებსაც ეს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ “ФСБ” მიერ მოვლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ სამ ადმიანს აქვთ ნულოვანი ნდობა. სწორედ ამიტომ პირდაპირ “ქართული ოცნების” ლიდერებს მიეცათ დავალება “ФСБ”-ს ოპერატიული ლეგენდის მაქსიმალურად მათივე ენით, მათივე ხმით საქართველოს მოქალაქებისთვის მიწოდება, კობახიძიდან დაწყებული სხვებით დამთავრებული.

თქვენ ალაბთ ხედავდით ერთი პერიოდი ომის დაწყებასთან დაკავშირებით საკითხები იყო ჩაწეული, ახლა მომაგრებული არიან კურატორები “ФСБ” მხრიდან, რომლებიც ყოველდღიურად უკონტროლებენ “ქართული ოცნების” ლიდერებს გზავნილებს. უფრო მეტიც, გვაქვს სავარაუდო სახელები და გვარები იმ ადმიანების, ვინც ამ მესიჯების ქართულად დამუშავებაში არიან ჩართულები. ვაზუსტებთ ამ ინფორმაციას და დეტალურად მოგაწვდით.

მინდა მოქალაქებს ვუთხრა, – როგორც კი გაიგებთ ამ “ФСБ”-ს დაწერილ ნარატივს იცოდეთ, რომ ეს არის “ФСБ”-კურატორების დავალებით გაკეთებული განცხადებები, რომელსაც აკეთებენ “ქართული ოცნების” ლიდერები. მიზეზი ამ ყველაფრის არის ის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხიდან გადაგვიყვანონ ისევ ომის რაღაცა თემებზე სასაუბროდ.

არანაირი ომი საქართველოში არ იქნება! ამერიკის საელჩომ ძალიან მკაფიო განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით. როგორც ჩანს მათ უფრო ადრე ჰქონდათ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ვიდრე ჩვენ მივიღეთ, სწორედ “ФСБ”-დან იყო დაწერილი ეს ნარატივი თავიდან ბოლომდე. უფრო მეტიც, ძალიან ვწუხვარ, რომ ამერიკის საელჩოს შეხსენება ჭირდება საქართველოს მოქალაქებისთვის, რომ 1991 წელს, 2008 წელს – საქართველოში, 2014 და 2022 წელს უკრაინაში ომი დაიწყო სწორედ რუსეთმა. ძალიან ბევრმა 1991 წლის ომის საკითხზე არ გამახვილა ყურადღება. 1991 წელს მე შეგახსენებთ “ФСБ” მიერ მაშინდელი “КГБ”-ს მიერ მართული ჯგუფების მხრიდან მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელებიც იყვნენ შეიარაღებულები. პირდაპირ ვთქვათ ხუნტა მოვიდა ხელისუფლებაში და ამ ხუნტას კონკრეტულ დავალებას სწორედ ისეთივენაირად, როგორც ახლა ხდება, “ეფესბე”-ს მიერ წარგზავნილი აგენტები უწევდნენ ინსტრუქციას, უფრო მეტიც სწორედ 1991 წელი, არც თუ ისე შემთხვევით, ამერიკის შერთებულმა შტატებმა მოიხსენია თავის განცხადებაში, რომელსაც არავინ არ მიაქცია ყურადღება.

1991 წელს მოხდა ხუნტის მიერ სახელმწიფო გადატრიალება და ეს იყო “ФСБ” დაწერილი სცენარი, სწორედ ასეთივე სცენარები იწერება ახლა საქართველოსთან დაკვშირებით და ამ სცენარის პირველი ფაზა კურატორების დავალებით არის, რომელსაც აღასრულებს ახლა “ქართული ოცნება”, არის ომთან დაკავშირებით საუბარი. ეს მინდა რომ იცოდეს საქრთველოს თითოეულმა მოქალაქემ იმიტომ, რომ ეს არის “ФСБ” სცენარი, რასაც ადასტურებს ამერიკის შერთებული შტატების განცხადება“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...