spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თეორიულად რომ დავუშვათ - საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი...

“თეორიულად რომ დავუშვათ – საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი” – ირაკლი კობახიძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განცხადება გააკეთა ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მმართველი პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ თუ უკრაინაში ომი დეკემბრის ბოლომდე დასრულდება, მოიხსნება ემოციური ფონი და შესაბამისად, გაიზრდება შანსები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად:

,,ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ – საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა ალბათ დამეთანხებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღებას, ჯობია არ მივიღოთ, არ ღირს.

იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ფაქტორს, ამ სახით ვერ და არ შევცვლით. ბუნებრივი, ოპოზიცია სიამოვნებით გააკეთებდა და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ.

იმ შემთხვევაში, თუ დეკემბრამდე დასრულდება ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც მათ შორის – საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში.

ანუ იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს – არა. დეკემბრის ბოლომდე თუ დასრულდება უკრაინაში ომი, შეიცვლება ეს ემოციური ფონი. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ვინც ეგუება საკუთარი ძირითადი ადამიანის უფლებებისა და მომავლის დანგრევას, არ უნდა გლოვობდეს არც ერთი...

ბიზნესმენი ფადი ასლი, სოციალურ ქსელში კონკრეტული მინიშნებებით, რიყის დოქების...