spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სრულ მხარდაჭერას...

გიორგი ვაშაძე – ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველი ხალხის მისწრაფებას

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე, ბრიუსელში ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას შეხვდა. ვაშაძის თქმით შეხვედრაზე ფოტიგა გაეცნო ეროვნული თანხმობის მთავრობის ინიციატივას. ასევე ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” აქტიური მუშაობის შედეგად მოპოვებულია ევროპარლამენტარების მხარდაჭერა, რომელსაც საზოგადოება უახლოვეს მომავალში ნათლად დაინახავს:

შევხვდით ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას, რომელსაც გავაცანით ეროვნული თანხმობის მთავრობის ინიციატივა. მისი მხრიდან, გაცნობილ ინიციატივასთან დაკავშირებით, პოზიტიური განწყობაა. ვისაუბრეთ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ასევე სანქციებთან დაკავშირებით. საუბარი გვქონდა, როგორც საქართველოსთან ასევე უკრაინასთან დაკავშირებით.

შევეხეთ რუსთაველზე გამართულ აქციებს და ამ აქციების მიზნებთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აბსოლუტურად სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამ აქციებს და ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელთა სურვილი ევროპული ოჯახის წევრობაა.

ვაგრძელებთ მუშაობას ევროპარლამენტარებთან, ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგად მოვიპოვეთ ევროპარლამენტარების მხარდაჭერა, რომელსაც საზოგადოება უახლოვეს მომავალში ნათლად დაინახავს“,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის რეჟიმი ჩიხშია და რუსეთის მზარდ კრიზისთან ერთად, კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში” –...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...