spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ...

“სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია “ქართულ ოცნებას”, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა საგაზაფხულო სესია შეაჯამეს. საუბარი შეხო აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებს. კერძოდ, „მოსმენების შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში პარტიის პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს და დეტალურად გაიწერება რეკომენდაციების შესრულების ვადები, პასუხისმგებელი უწყებები და სუბიექტები.

სხდომაზე იმსჯელეს უმრავლესობის წევრების – სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის გადაწყვეტილებაზე, დატოვონ „ქართული ოცნება“, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგზე განმარტებები გააკეთა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ:

მიწევს, რომ გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და ჩვენი მეგობრები – სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია “ქართულ ოცნებას”, პარტიას და საპარლამენტო თანამდებობებს. ამის მიზეზი, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, რასთან დაკავშირებითაც, წინა დღეების განმავლობაში, მიმდინარეობდა დისკუსია პარტიაში, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს – მათი აზრით.

მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს პოლიტიკურ მოვლენების შესახებ. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება მიიღეს. რა თქმა უნდა, გუნდი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა, თუმცა მათი გადაწყვეტილება იყო საბოლოო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნება” ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...