spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება დროებითი და ბუნებით...

“ეს ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება დროებითი და ბუნებით ტექნოკრატიული, რაც ახალი ხილია საქართველოსთვის და ბევრი შეკითხვაა” – ბაია პატარაია

საპროტესტო აქციაზე გაჟღერებული “ეროვნული თანხმობის მთავრობის” იდეა არაერთ შეკითხვას ბადებს. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია:

ეს ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება დროებითი და ბუნებით ტექნოკრატიული, რაც ახალი ხილია საქართველოსთვის და ბევრი შეკითხვაა. ვეცდები გიპაუხოთ:

– ეროვნული თანხმობის მთავრობა იქნება მხოლოდ რამდენიმე თვით, დაახლოებით 6 თვით;

– ეროვნული თანხმობის მთავრობა იქმნება კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად – გაატაროს საჭირო რეფორმები ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად;

– ეროვნული თანხმობის მთავრობის მუშაობის ბოლო ეტაპია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო, სრულად პროპორციული, სისტემით;

– სწორედ ახალი პარლამენტი აირჩევს ახალ მთავრობას, რომელიც ჩაანაცვლებს ეროვნული თანხმობის მთავრობას;

– ეროვნული თანხმობის მთავრობის დაკომპლექტება მოხდება კონსესუსით და ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს ყველა პოლიტიკური ძალა, ცხადია, “ქართული ოცნებაც”;

– ეროვნული თანხმობის მთავრობაში არ იქნებიან პოლიტიკოსები და “შინ ევროპისკენ” მოძრაობის ორგანიზატორები;

– ეროვნული თანხმობის მთავრობა დაკომპლექტდება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირებისაგან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბაია პატარაია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...