პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯმდომარე ირაკლი ქადაგიშვილი არ იზიარებს ახალი სახალხო მოძრაობის მოთხოვნების და აცხადებს, რომ ,,დუღილის ტემპერატურა უნდა დავაგდოთ“:
,,ევროკავშირმა, საქართველოს და მათ შორის საქართველოს ხელისუფლებას, მისცა ძალიან კონკრეტული გზავნილი და სამოქმედო გეგმა. ჩვენ ამ კონკრეტული გზავნილის და კონკრეტული პერსპექტივის რეალიზაციისათვის გვაქვს ძალიან დიდი და საკმაოდ შეზღუდულ დროში დიდი სამუშაოა ჩასატარებელი.
გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ის, რაც მიტინგზე გაჟღერდა აცდენილი არის აი ამ, ასე ვთქვათ, დღის წესრიგს, რომელიც ერთობლივი არის დღეს უკვე ევროკავშირისა და საქართველოსი.
ჩვენ ეს, რომ იტყვიან, დუღილის ტემპერატურა, რომელიც იცით რა მიზნითაც იყო აწეული, უნდა დავაგდოთ. იმიტომ, რომ ევროკავშირმა მკაფიო გზავნილი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მკაფიო საგზაო რუკა მოგვცა და კეთილი ვინებოთ, ამ საგზაო რუკის გარშემო ვიმუშაოთ.
რაც შეეხება უწყვეტ აქციებს, საქართველოში პირველ აქციაზე ვიყავი 1987 წელს მის შემდეგ უწყვეტი აქციები გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


