spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - "პირდაპირ გეუბნებით, რომ გადმომაბარონ უფლებამოსილება...

გიორგი ვაშაძე – “პირდაპირ გეუბნებით, რომ გადმომაბარონ უფლებამოსილება მთლიანად, დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან”

პირდაპირ გეუბნებით, რომ გადმომაბარონ უფლებამოსილება მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ დარჩენილ 2 კვირაშიც კი შესაძლებელია ყველაფერი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ შევცვალოთ, უბრალოდ ამისთვის მას შესაძლებლობა და უფლება მოსილება სჭირდება.

მე მაგალითად პრემიერ ღარიბაშვილის ადგილზე ყოველ თვეში 2-ჯერ ჩავიდოდი კიევში და მათთან ერთად, მხარდამხარ ვიქნებოდი ჩართული დიპლომატიურ სამუშაოებში, როგორც უკრაინის ასევე საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასეთ შემთხვევაში დამერწმუნეთ, რომ კითხვაც კი არ დაისმებოდა, თუ რატომ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ყოველგვარი პირობების გარეშე?!

სამწუხაროდ „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია საპირისპირო გზა: მათ აირჩიეს ზელენსკიზე თავდასხმის გზა, მათ აირჩიეს ანტიუკრაინული გზა, მათ აირჩიეს ანტიდასავლური კამპანია, აირჩიეს ევროპარლამენტარებზე შეტევის განხორციელება, სენატორების და კონგრესმენების მტრებად გამოცხადება, ომის დაწყებაში დასავლეთის დადანაშაულება, ამის შემდეგ უკაცრავად მაგრამ თქვენ რას ელოდებით?! ელოდებით, რომ კიდევ უკრაინამ უნდა თქვას, რომ საქართველოს ჩემთან ერთად უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი?

ორი კვირაა დარჩენილი საბოლოო პასუხამდე, მე რომ ახლა შესაძლებლობა მომეცეს, პირდაპირ გეუბნებით, რომ გადმომაბარონ უფლებამოსილება მთლიანად დავალაგებ ამ საკითხს, როგორც უკრაინასთან ასევე ბრიუსელთან და ვაშინგტონთან, კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ და უკრაინა თვითონ იტყვის, პირდაპირ ზელენსკის ვათქმევინებ, რომ საქართველოს ჩვენთან ერთად მიეცით კანდიდატის სტატუსი, უბრალოდ ამ შედეგის მისაღწევად შესაძლებლობა, უფლებამოსილება უნდა მქონდეს, რომელიც სამწუხაროდ არ მაქვს. დარჩენილ 2 კვირაშიც კი შესაძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...