spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ ერთი ან ორი პატიმარი...

“სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ ერთი ან ორი პატიმარი ახსენდება” – გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი მწვავე შეფასებას აძლევს სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშს ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით:

,,დღევანდელ პირობებში, როდესაც მთელი ქვეყანა ვართ მობილიზებული იმისთვის, რომ მოხდეს სტატუსის მინიჭება ქვეყნისათვის, სახალხო დამცველს რატომღაც მხოლოდ ერთი ან ორი პატიმარი ახსენდება.

მე კითხვა ერთხელ დავსვი და პასუხი ვერ მივიღე იმიტომ, რომ არ არსებობს. თუ არსებობს ისეთი პატიმარი, რომლის მდგომარეობაც ისეთ დეტალებში იცის სახალხო დამცველმა, როგორიც მაგალითად, იცის ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით?!

ანუ გამოდის, რომ ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ირჩევს შერჩევით სახალხო დამცველობას და შერჩევითი ადამიანის უფლებების დაცვას.

ეს არის მისი პრობლემა. ამიტომაც აქვს მას ისეთი დაბალი რეიტინგი, როგორიც აქვს. დანარჩენს აღარ გავაგრძელებ. ახლა მთავარია, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ მთელი ჩვენი კონცენტრირება იყოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ, რისი იმედიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით,...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...