ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ საქართველო მზად არის გადამწყვეტი...

“უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ საქართველო მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ევროპასთან დასაახლოებლად” – გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას ევროინტეგრაციისთვის კონკრეტული გეგმა გააცნო

პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხელისუფლებას 7-პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს, სადაც სთავაზობენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ევროინტეგრაციის გზაზე:

საქართველომ გააკეთა ევროპული არჩევანი საკუთარ ისტორიულ ღირებულებებზე დაყრდნობით. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ახლოს ვართ ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე.

რამდენიმე კვირა დარჩა, ვიდრე გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის მინიჭება/არმინიჭების შესახებ. მსგავსი უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია კიდევ ათწლეულები გადავადდება.

სწორედ ახლა, ამ უახლოეს კვირეებში, უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ საქართველო მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ევროპასთან დასაახლოებლად, ძირეული რეფორმების განსახორციელებლად და ამ გზაზე სიარულს ქვეყანა იწყებს შემდეგი ნაბიჯების გადადგმით:

1. ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში;

2. საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით;

3. შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე – დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა;

4. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები უკრაინაში;

5. მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას;

6. ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა;

7. მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნახირო, რა გჭირთ, რისი გეშინიათ ასე მწარედ? რამ შეგაშინათ, ხომ ხართ კარგად?🤨🧐” – დავით...

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მის მიმართ...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...