spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აკვიატება კი იცის, იცოცხლე" - დავით ბერძენიშვილი

“აკვიატება კი იცის, იცოცხლე” – დავით ბერძენიშვილი

“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება სასამართლოს მიერ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის სასჯელის გამოტანას და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს:

კითხვები მაქვს, თითქოს ვერსიების მაგვარიც.

ნიკა მძევლად აიყვანა დასავლეთის შიშით და მასთან სავაჭროდ? ამერიკელები ფულს ახევენ, უსაფრთხოება შეერყა და აყანყალდა/აკანკალდა?

თვეში/თვენახევარში ხომ ნამდვილად გამოჩნდება, რუსეთი კიევს აიღებს თუ მაინც უკრაინა განახორციელებს წარმატებულ კონტრშეტევას? და პუტინის გამარჯვების ილუზიას ეპოტინება მაინც?

აკვიატება კი იცის, იცოცხლე. ერთმანეთთან რაც დასაკავშირებელია, ხანდახან იმას ვერ აკავშირებდა და რაც არა, იქ კავშირს გამოიგონებდა ხოლმე. ექსპერტებს რომ ” ზრდიდა” მთელი წელი, მომდევნო წლებში იმ ექსპერტებს საზოგადოება რომ უნდა გამოეზარდა, ესეც გვახსოვს. ტელეწამყვანიც ხომ იყო.

ვერ ვწვდები მის უნარებს. ჩემთვის ის რაციონალური არ არის. აკვიატებულია და სულ უნდა და სულ ეჭვი ეპარება საკუთარ სიდიადეში, გენიალობაში. გაორებულია თვითშეფასებაში.
ნიკა ყოჩაღად იქნება. დასავლეთი უფრო უნდა შევაჯანჯღაროთ. პარლამენტშიც, მედიაშიც, არასამთავრობო სექტორშიც დასავლეთის მეტი დახმარება გვჭირდება.

ივანიშვილს ევროკავშირის კანდიდატობის ჩაგდება მოუნდა? ნატოს მიმართ ზურგით დგომაც უნდა? და ეს ყველაფერი მაშინ, როცა მთელი სკანდინავია ნატო ხდება და ძალიან შეღავათიანი და დაჩქარებული სვლა ევროკავშირისკენ უნდა შეაფერხოს კი არა და, ჩააგდოს?

გია ნოდიას ვეთანხმები – თითქოს მთლად ამდენი არ უნდა ქნას, მაგრამ შვება.

ისევ ფსიქიატრს და მოსამართლეს დავუტოვებ ბიძინას სასამართლოზე სადაოდ ამ კაცის ქმედუნარიანობის საკითხს.

მე კი მარტივად მგონია – დასავლეთი ამ ომს უკრაინაში მოიგებს და ჩეკისტურ რუსეთს წელში გადატეხავს. და ვინც უწესობასთან ერთად რეგვენიცაა და დანაშაულების კასკადს სჩადის, ვეცადოთ, არ გაგვეპაროს.

ნიკას მორიგეობის დრო მოვიდა. და ყველა პოლიტპატიმრის გასახარად და სახელით, როგორც ჩანს, მისი გათავისუფლებით აღინიშნება მაჯლაჯუნებზე გამარჯვება საქართველოში მაშინვე, როგორც კი დაამსხვრევს კიევის რუსი მოსკოვის ურდოს დასავლეთის ხელშეწყობით და პატრონაჟით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ბერძენიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...