ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “კვირის ფორმულაში” ვაშინგტონიდან ჩართვისას, პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს მმართველ პარტიასთან მიმართებაში:
“მატყუარას და გადამგდების იმიჯი აქვს „ქართულ ოცნებას“ ამერიკაში. ვაშინგტონში ამაზე ღიად საუბრობენ, არც მალავენ. ნულოვანი ნდობაა მათთან მიმართებაში!
სწორედ ამიტომ ჩვენ ვუთხარით, რომ მხოლოდ პოზიციის დაფიქსირება, მმართველმა პარტიამ შეასრულოს ვალდებულებები, საკმარისი არაა და საჭიროა იძულების მექანიზმის გამოყენება.
უახლოესი თვეებში ნახავთ სრულიად ახალ დოკუმენტებს, რომლებიც, საქართველოსთან მიმართებაში, სავარაუდოდ, კონგრესის მიერ იქნება ინიცირებული და სადაც იქნება კონკრეტულად განსაზღვრული, რომ ყველა დახმარება, რასაც საქართველო მიიღებს, იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს რეფორმებთან დაკავშირებით.
შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმება, ვინც საქართველოზე მუშაობს, იციან თავიდან ბოლომდე. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს. “ქართულ ოცნებაში” შეიძლება ეგონათ, რომ ჩვენ დავივიწყებდით და “ჩაიფარცხებოდა” ეს საქმე, თუმცა ასე ვერ მოხდება, ეს საკითხი ასე ვერ “ჩაიფარცხება”. ამ შეთანხმებას ხელი ამერიკული და ევროპული გარანტის ქვეშ მოვაწერეთ, შესაბამისად ვითხოვთ საგარანტიო მოქმედებების აღსრულებას. ტყუილი და გადაგდება არ უნდა გაუვიდეს “ქართულ ოცნებას”.
“ქართული ოცნება” და ივანიშვილი ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის დამთავრებულია! ნამდვილად არ სურთ მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობა.
ახლა უკვე ჩვენზეა, ქართველ ხალხზე, დამოკიდებული ყველაფერი, რადგან ამერიკა და ევროპა ჩვენ გასაკეთებელს ვერ გააკეთებს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.