spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საბჭოთა რეჟიმი გამარჯვების დღედ 9 მაისს ამკვიდრებდა და...

“საბჭოთა რეჟიმი გამარჯვების დღედ 9 მაისს ამკვიდრებდა და მსოფლიო ომს “სამამულო ომის” ცნებას უპირისპირებდა” – კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის

“კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის”, რომელიც 10 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობას წარმოადგენს, მეორე მსოფლიო იმის აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77-ე წლისთავზე, ევროპაში, კერძოდ კი უკრაინაში კვლავ ომია. ამ ომში აგრესორი თანამედროვე რუსეთია, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში გერმანული ნაციზმის მოკავშირის – საბჭოთა რუსეთის მემკვიდრე.

ათწლეულების მანძილზე, ნაცისტურ რეჟიმთან ალიანსის დამალვის, მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა გამარჯვებისაგან განცალკევებისა და მისი ცალმხრივად მისაკუთრებისათვის, საბჭოთა რეჟიმი გამარჯვების დღედ 9 მაისს ამკვიდრებდა. ამასთანავე, მსოფლიო ომს „სამამულო ომის“ ცნებას უპირისპირებდა და მას 1941-1945 წლებში ნაცისტურ (საბჭოური ტერმინოლოგიით – ფაშისტურ) გერმანიასა და სსრკ-ს შორის ომად წარმოადგენდა.

1960-იანი წლებიდან, „უძრაობის ხანაში“, როდესაც ომის კატასტროფული შედეგების (საბჭოთა კავშირის მეომართა და მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგები ყველა დანარჩენი მხარის დანაკარგების ჯამს აღემატებოდა) ტრავმა შედარებით შესუსტდა, საბჭოთა იდეოლოგიურმა მანქანამ „ომში გამარჯვება“ ახალი თაობებისათვის შესათავაზებელ მთავარ მითად გადააქცია. კინოინდუსტრია, ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, და პროპაგანდის სხვა პირდაპირი არხები, ხალხს უმყარებდა წარმოდგენას, რომ საბჭოთა კავშირმა მარტომ შეძლო კოლექტიური „ბოროტი დასავლეთის“ დამარცხება ფაშისტური გერმანიის სახით და რომ ამგვარი საფრთხის წინაშე „სამშობლო“ კვლავ დადგებოდა.

პუტინის რუსეთი კარგად იყენებდა და დღემდე იყენებს „სამამულო ომის“ მითოლოგიას და მას რუსული რბილი ძალისა და დეზინფორმაციის კამპანიის ინსტრუმენტად აქცევს. ის კვლავინდებურად ცდილობს გააღვივოს საბჭოთა ხალხების ერთიანობის სენტიმენტი, ექსკლუზიურად საბჭოეთს და რუსეთს მიაწეროს ნაციზმზე გამარჯვება. ასევე, თანამედროვე რუსეთი ცდილობს სრულიად გამორიცხოს ომის გაჩაღებაში საბჭოთა კავშირის თანამონაწილეობის და მისი ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების მასშტაბები ომის დროს და ომის შემდეგ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

დღეს, საბჭოთა კავშირის აღდგენაზე უკვე ღიად ორიენტირებული პუტინის რუსეთი, აგრესიული რიტორიკით, შიდა და საერთაშორისო პროპაგანდით, დეზინფორმაციის კამპანიითა და სამხედრო დანაშაულებით, აჩვენებს მის კავშირს საბჭოურ ტოტალიტარიზმთან და თვით მტრის ხატთან – ნაცისტურ გერმანიასთან; პუტინის რუსეთი, ტრადიციულად – 9 მაისს ნაციზმზე გამარჯვების დღის საჯაროდ და პომპეზურად აღნიშვნას გეგმავს.

საქართველო, საბჭოური ინერციით, ნაციზმზე გამარჯვების დღეს, ყოფილი მეტროპოლიის ნების შესაბამისად, დღემდე 9 მაისს აღნიშნავს. ახლა, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, 9 მაისის რუსეთთან ერთად აღნიშვნა, დასავლეთისაგან განცალკევებით, სრულიად მიუღებელია. დადგა მკაფიო არჩევანის დაფიქსირების მომენტი – ვდგებით დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, რომელთა გაერთიანებამაც დაამარცხა ნაციზმი, თუ ვრჩებით ორივე ბოროტების – ნაციზმისა და საბჭოური რუსული ტოტალიტარიზმის მემკვიდრე, პუტინის რუსეთის სამყაროში,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...