spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორც ჩანს პოლიტიკაში ასეთი ხალხისთვის ყველაფერი მოსულა" -...

“როგორც ჩანს პოლიტიკაში ასეთი ხალხისთვის ყველაფერი მოსულა” – მიხეილ სარჯველაძე ნიკა მელიასა და დავით კეზერაშვილის თანამშრომლობაზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტთან კომენტარში, პოლიტიკურ შეფასებას მისცა ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიასა და საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბიზნესმენ, ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს შორის პარტნიორობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას:

,,როგორც ჩანს პოლიტიკაში, ასეთი ხალხისთვის, ყველაფერი მოსულა. თუმცა, მე ღრმად მწამს, რომ ყველასთვის ეს ასე არ არის. ნამდვილად მგონია, რომ წარმოვადგენ გუნდს, რომლისთვისაც ეს ასე ნამდვილად არ არის, ყველაფერი არ მოსულა და არსებობს პრინციპები.

რბილად რომ ვთქვათ, ასეთი ტიპის მეტამორფოზები ბუნებრივია, რომ ერთადერთი რამით შეიძლება აიხსნებოდეს, რომ პრინციპზე მაღლა დგას მატერიალური გამორჩენის წყურვილი პოლიტიკოსებისთვის, რომლისთვისაც რაღაც თითქოს უფრო მაღალი უნდა იყოს იდეალები და მატერიები, რომელზედაც ისინი საუბრობენ. ასე არ ხდება, საუბედუროდ.

ასეთ ხალხთა გამოა გაფუჭებული ზოგადად პოლიტიკაში მონაწილეობის სახელი და რეპუტაცია. ეს ცუდია.

მნიშვნელოვანია რომ ითქვას, ჩემთვის პირადად გასაკვირია როგორც ერთის მხრიდან ასეთი მეტამორფოზა, ისე მეორეს მხრიდან.

ერთია, რომ პოლიტიკურ შეხედულებებს იცვლიდე – ამ შემთვევაში გასაგებია, რომ ინტერესი მერკანტილურია, მაგრამ მეორე მხრიდან – ასეთი შეურაცხყოფის ობიექტი როდესაც ხარ და მაინც ამჯობინებ, ალბათ, კვლავ მერკანტილური ინტერესებით რომ ურიგდებოდე ასეთ ადამიანს – ესეც ძალიან უცნაურია.

მოკლედ, ამ ყველაფრის ფონზე აშკარა ერთი რამ არის, რაც კანონზომიერებასავით შეგვიძლია დავადგინოთ – ხალხი, რომელიც სხვადასხვა დროს აფილირებული იყო ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“, ხასიათდება ერთი პრინციპით – უპრინციპობით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ინფორმაციისთვის: ,,კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი საჯარო პოზიცია ბევრს მოუსმენია – ეს იყო 2017 წელი. მაშინ, რა თქმა უნდა, მე მქონდა ბევრი კითხვა, მას მე არ ვიცნობდი.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ – ეს იყო შარშან 10 მაისს, გახსოვთ თქვენ, მე მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე, 3 წლის განმავლობაში არ მყავდა ნანახი, პასპორტი არ მქონდა ელემენტარულად – ქვეყანას ვერ ვტოვებდი. კიევიდან მე მაშინ სხვა ქვეყანაში გავემგზავრე, სადაც დათო კეზერაშვილი პირადად ვნახე და გავიცანი.
შემდეგ ჩვენს შორის საუბარი შარშან შედგა. ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომლებიც მე მაწუხებდა, მივიღე ჩემთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი, რამაც ნამდვილად გამახარა.

ყველა ის ადამიანი, ვინც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის, ჩემთვის არის მისაღები.

2 კვირის წინაც ვიყავი, 3-ჯერ შევხვდით სულ და ვაპირებ, დიახაც, არ დაგიმალავთ, პარტნიორობას მასთან“, – განაცხადა ნიკა მელიამ facebook-ის პირდაპირ ჩართვაში ა.წ. 22 აპრილს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...