ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაგარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში...

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა, კომპეტენციის ფარგლებში, ადგილზე ვიზუალური დათვალიერებით, შეაფასა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არსებული მდგომარეობა.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა გართულებული გეოდინამიკური პირობების წინასწარი ვიზუალური შეფასება, რომლის საფუძველზე შედგენილი იქნა შესაბამისი პირველადი დასკვნა, რომელიც განვითარებული მოვლენების გამომწვევ მიზეზ/ფაქტირების ზუსტად დადგენის საშუალებას არ იძლევა. გამოიკვეთა გარკვეული ოჯახების გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის აუცილებლობა და ამ ეტაპზე სტიქიის ზონიდან გადაყვანას დაექვემდებარა 20 ოჯახი. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტიქიით დაზარალებული ოჯახების კომპენსაციის და განსახლების უზრუნველყოფის საკითხი სცილდება გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.

რაც შეეხება დეტალურ (სიღრმისეულ) შეფასებას, არსებული მდომარეობის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით აუცილებელია გადაუდებლად შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებით (სამთო ინჟინერი, მარკშეიდერი, გეოფიზიკოსი, კონსტრუქტორი, გეოლოგი და სხვა). სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ მოხდება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რის შედეგადაც მომზადდება საბოლოო დასკვნა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა მიზეზების დადგენისა და შემდგომში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, გაეგზავნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და სხვა სახელმწიფო უწყებებს შემდგომი რეაგირებისთვის.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, დიდი...