spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ეს დოკუმენტი სტრასბურგისთვის გადამწყვეტი თუ არა უმაღლესი მნიშვნელობის...

“ეს დოკუმენტი სტრასბურგისთვის გადამწყვეტი თუ არა უმაღლესი მნიშვნელობის იქნება აუცილებლად” – ნიკა გვარამია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით

,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა გააცნო და აღნიშნავს, რომ ამგვარი დასკვნა არის რეალურად განაჩენი სასამართლო სისტემისთვის, პროკურატურისა და ხელისუფლებისთვის:

,,მიხეილ სააკაშვილს გავაცანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. მისი ნაწილი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თქვენ იცით, ალბათ, რომ უკვე განაცხადია, როდესაც წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის თავში არის ადამიანის შესახებ ინფორმაცია მოქცეული. პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილს ეხება მთელი ეს თავი.

ბუნებრივია, რომ ამგვარი დასკვნა არის რეალურად განაჩენი სასამართლო სისტემისთვის, პროკურატურისთვის და ხელისუფლებისთვის. ის ამას უნდა ხვდებოდეს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას – მე მგონია, რომ ისედაც უკვე სრულიად ცივილიზებული სამყაროსთვის ნათელია რას შვრება ,,ქართული ოცნება“. ამის შემდეგ კიდევ თუ არ დაიძრა საკითხები – ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ, დღეს კიდევაც გახმოვანდა ,,ქართული ოცნების“ მხრიდან, ისინი რეალურად ამ დასკვნას უყურებენ, როგორც “რაღაც დასკვნას”.

სასაცილო იყო, რომ მტკიცებულებები მოთხოვეს. ვის მოსთხოვეს ხომ არ იცით მტკიცებულებები?! – ეს დასკვნა წარადგინა ენტონი ბლინკელმა, სახელმწიფო მდივანმა. ალბათ მას სთხოვენ უკვე მტკიცებულებებს. სხვა საკითხებთან დაკაშირებითაც, არა მხოლდო სააკაშლილთან დაკავშირებით.

ეს სირცხვილია, თავის მოჭრაა, უმეცრებაა და ძალიან დიდი თავხედობა!

ასეთი ხელისუფლებები საერთაშორისო ურთიერთობებში ვერ ძლებენ და საერთაშორისო ურთიერთიობებით ვერ გადავწყვეტთ ოღონდ ამ ხელისუფლების გაშვებას. ეს უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა, მანამდე ვიდრე ეს ქვეყანა არსებობს, ჯერ კიდევ ამის დრო არის.

ჩემი აზრით, ეს დოკუმენტი სტრასბურგისთვის გადამწყვეტი თუ არა უმაღლესი მნიშვნელობის იქნება აუცილებლად“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...

“ივანიშვილის ხალხის მისვლა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა შეურაცხყოფაა…” – ლაშა ბუღაძე

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მმართველი გუნდის ლიდერების მისვლას, სოციალურ...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...