spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იქ კი სადაც “მესიჯის” ფორმირება ხდება, კაცმა არ...

“იქ კი სადაც “მესიჯის” ფორმირება ხდება, კაცმა არ იცის რა ხდება და ვინ რა ინტერესს ემსახურება…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” მხრიდან უკრაინასთან მიმართებაში განხორციელებული ქმედებების “პოლიტიკური ანატომიის” შესახებ:

თუ მოვახდენთ უკრაინაში ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ ჩვენი ხელისუფლების განცხადებების სისტემატიზირებას, შესაძლოა დავინახოთ მწყობრი პოლიტიკური ლოგიკა, რომელიც კარგ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება (არგაღიზიანების პოლიტიკა, “ომი გინდათ” ნარატივი), ცუდ შემთხვევაში კი სრულად ჯდება რუსულ პროპაგანდისტულ ხაზში.

მარტო კობახიძის გუშინდელი განცხადება რად ღირს უკრაინის ხელისუფლების “დენაციფიკაციის” თაობაზე, ღარიბაშვილის მუდმივი განცხადებები, რომ ეს უკრაინის ომია და ჩვენ არ გვეხება და ა.შ. აღარაფერს ვამბობ მათი პრომოუტერების მხრიდან უკრაინის მტრად გამოცხადებაზე, ოხანაშვილის წარმოუდგენელ განცხადებაზე…

ეს ყველაფერი ინიღბება ფორმალური, რიტორიკული მხარდაჭერით, პულტზე ხელის მიჭერით 100 სხვა ქვეყანასთან ერთად და უკრაინის დროშის გამოფენით.

თუ მთელ სურათს გადავხედავთ, ვიღაცამ ამ ყველაფერში შესაძლოა დაინახოს “უკრაინის დროშას ამოფარებული რუსეთი”.

ახლა მთავარი – აღწერილი სურათის ფორმირებაში ჩართული ადამიანები ამას შეგნებულად აკეთებენ, თუ არა?

მე ვფიქრობ, რომ მათი უმრავლესობა ვერ ხედავს დიდ სურათს და უბრალოდ მიყვება ზემოდან დაშვებულ ინსტრუქციას. უფრო მეტიც, მათ გარკვეულ ნაწილს სჯერა კიდეც, რომ უკრაინას უჭერს მხარს.

თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ვინც იცის როგორ მუშაობს სისტემა, ის ადვილად მიხვდება, რომ ასეთი მატრიცის შექმნა სავსებით შესაძლებელია და აი რატომ:

სადღაც ხდება ე.წ. “მესიჯის” ფორმირება, რომელიც ეგზავნება გამხმოვანებელს და ისიც იმეორებს მოწოდებულ ტექსტს, ისე რომ არც ფიქრობს იმაზე, თუ რას ამბობს და რატომ ამბობს.

ეს ხდება ყოველდღიურად, გამხმოვანებლების როტაციით. ისე, რომ ვერავინ დაინახოს სრული სურათი.

იქ კი სადაც “მესიჯის” ფორმირება ხდება, კაცმა არ იცის რა ხდება და ვინ რა ინტერესს ემსახურება…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

“ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის” – ირაკლი კობახიძე “ოპოზიციის ალიანსზე”

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის მასშტაბული საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აღნიშნულთან...

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...