spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება ახლა ევროპული ოჯახი ისე, როგორც...

“ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება ახლა ევროპული ოჯახი ისე, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ისინი და არა იმათ ჩვენ – ეს დავიმახსოვროთ!“ – ნიკა გვარამია

ლიეტუვას სეიმის საქართველოსადმი მხარდამჭერ განცხადებასა და ხელისუფლებისადმი მიმართვას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, ეხმაურება ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს ამასთან დაკავშირებით:

,,პირველ რიგში მინდა მივესალმო ლიეტუვას სეიმის არჩვეულებრივ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ დაამტკიცა ლიეტუვამ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლო და თანმიმდევრული მოკავშირეა. ასეთი განცხადებები უნდა იყოს ბევრი, მაგრამ ამას სჭირდება მუშაობა, მართლა ყველა კარზე დაკაკუნება. ლიეტუვამ ეს საკუთარი ინიციატივით გააკეთა იმიტომ, რომ უახლოესი მეგობარია ჩვენი, მაგრამ მხოლოდ ჩვენი მეგობრების ცალმხრივ ინიციატივებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული.

ეს არის არაჩვეულებრივი განცხადება, მხარდაჭერა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ცალსახა, მაგრამ არა უპირობო. არის პირობები, მათ შორის ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი არის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ.

ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ასეთი ტიპის განცხადებაში არ იყოს მკაფიო და დიპლომატიური ცეცხლი გახსნილი საქართველოს ხელისუფლებისთვის. სავსებით ზომიერად და მე მგონი ყველასთვის მისაღებად, მათ შორის, ხელისუფლებისთვის მისაღებად არის გაკეთებული ზუსტი ჩანაწერი, არც მეტი არც ნაკლები, რომ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, გადაყვანილ იქნას ევროპის ქვეყანაში სასწრაფოდ სამკურნალოდ. მეტი რაღა უნდა ითქვას?!

უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები იქნება ბევრი, მაგრამ ყველაში იქნება ამგვარი დათქმები არა მარტო სააკაშვილზე, ზოგადად. პოლიტიკური მართლმსაჯულება სანამ ქვეყანაში არსებობს, მანამდე იქნება მხარდაჭერა, მაგრამ ყოველთვის იქნება დათქმით.

ეს მხარდაჭერა ბოლოში ვერ გავა. ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება ახლა ევროპული ოჯახი ისე, როგორც არასდროს. ჩვენ გვჭირდება ისინი და არა იმათ ჩვენ – ეს დავიმახსოვროთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“ბიძინას გათვლით, დასავლეთის სიჯიუტე და პრანჭვა ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს, აღიარონ მასთან მარცხი”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის...

“ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის წინანდელ კონკრეტულ...

“შიო მესამე უკვე დაღმავალ გზაზე შემდგარ ეკლესიას ჩაუდგა სათავეში” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...