spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი გიორგი ვაშაძეს: ახლახან დაბრუნდით უკრაინიდან და...

შალვა პაპუაშვილი გიორგი ვაშაძეს: ახლახან დაბრუნდით უკრაინიდან და კარგია, რომ ახლა განსაკუთრებით გაუსვით ხაზი, რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და კარგია, რომ დაგხვდათ ამ ქვეყანაში მშვიდობა

თქვენ ახლახან დაბრუნდით უკრაინიდან და კარგია, რომ განსაკუთრებულად გაუსვით ხაზი, რა მნიშვნელობა აქვს მშვიდობას, კარგია, რომ ამ ქვეყანაში დაგხვდათ მშვიდობა, მათ შორის, სწორედ ხელისუფლების მშვიდი და მტკიცე პოლიტიკის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ იყო არევის მცდელობები სხვადასხვა მხრიდან“, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველოში ცხელი ომი არ არის, ქვეყანაში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას და მოსახლეობაში დაბნეულობის გამოწვევას ისახავს მიზნად.

დეზინფორმაციის კამპანიის და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ შემცირდეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, მოსახლეობაში გამყარდეს დაბნეულობა.

ბოლო პერიოდში ვნახეთ მთელი კამპანია, რომელშიც, სამწუხაროდ, პარლამენტის წევრებიც იყვნენ ჩართულები ოპოზიციის, ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მაგალითად, როდესაც საუბარი იყო, რომ რუსული სკოლების შესახებ პარლამენტმა რაღაც პროექტი განიხილა – პირდაპირ პარლამენტის წევრები ავრცელებდნენ ამ ტყუილს.

გუშინ თუ გუშინწინ იყო, რომ თითქოს მოქალაქეობის შესახებ კანონში რაღაც ცვლილება შედის – ესეც ტყუილია. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს – დასმულ შეკითხვაზე ირაკლი კობახიძის მხრიდან იყო პასუხი, რომ თუკი სიმართლეა, რაც პრეზიდენტმა თქვა, გამოდის, რომ მას კონსტიტუცია დაურღვევია და ამ საკითხში გავერკვევით. ეს იყო მთელი ციტატა. აქედან წამოვიდა ეს თემა, შეიძლება, ამიტომაც ჩაგრჩათ თავში „იმპიჩმენტი“, „კი თუ არა“, იმიტომ, რომ შემდეგ ხდება ამის ასე შეფუთვა, რაც ასევე დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს უფრო ბიძინას მორიგი თამაშია, ჩვენ კი ბევრად უფრო ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ...

ძალადობის ბრალდებით რამდენიმე სამართალდამცავის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, კონკრეტული ფაქტების...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ჩვეულებრივ ხალხთან და მაქსიმალურად შორს ამ ხალხის მჩაგვრელებისგან” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახლადარჩეული პატრიარქის შიო...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...