spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაციონალები და მათი ლობისტები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას...

“ნაციონალები და მათი ლობისტები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას პროვოცირებენ!” – ნანა კაკაბაძე

ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, სოციალურ ქსელში, თავის მოსაზრებებს აქვეყნებს ხელისუფლების მიერ გადაგდმულ კონკრეტულ ნაბიჯებთან მიმართებაში, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მიმართ მწვავე პოზიცია-შეფასებებს აკეთებს:

ნაციონალები და მათი ლობისტები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას პროვოცირებენ!

საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორუმზე (გაერო, ევროსაბჭო და ა. შ.) დააფიქსირა უკრაინის მხარდამჭერი და რუსეთის მოქმედებების დამგმობი პოზიცია.

ქვეყანაში ღებულობს და შეღავათებს უწესებს უკრაინელ ლტოლვილებს.

უკრაინაში სისტემატურად აგზავნის ჰუმანიტარულ ტვირთს.

საქართველო თითქმის ერთადერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთა საელჩოებსა და საკონსულოებს ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებიათ უკრაინის ტერიტორია.

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა ომის დაწყებამდე გაიყვანეს საელჩოები კიევიდან.

აღნიშნულმა და სხვა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა ღიად განაცხადეს, რომ ხელს არ შეუწყობენ მათი მოქალაქეების უკრაინაში მოხალისეებად წასვლას.

ბევრმა ქვეყანამ (მათ შორის ისრაელმა) უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე შეერთებაზე.

იგეგმება და ხორციელდება, საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული შავი პიარი, ვინაიდან ისინი არ უერთდებიან რუსეთის საწინააღმდეგო საერთაშორისო სანქციებს და ოფიციალურად არ მიესალმებიან ქართველი მოხალისეების უკრაინაში წასვლას (თუმცა არაოფიციალურად იქ ათასობით ქართველი მოხალისე იბრძვის) ამით ისინი “დგანან” აგრესორის მხარეს და “აკეთებენ” რუსეთის საქმეს.

ამას ნაცები და მათი უცხოელი ლობისტები (მათ შორის უკრაინაში) აკეთებენ ხმაშეწყობილად.
გამოკვეთილია მიზანი, როგორმე საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი.

„ომის პარტიის“ იდეოლოგებს ახალი მიზეზი მიეცათ, ვინაიდან 3 ქვეყნის ლიდერები მორალური თანადგომის მიზნით გუშინ კიევში ჩავიდნენ, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ასეთი დემონსტრაციული ნაბიჯების გადადგმისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, ასეთ პირობებში საქართველოს პრემიერის არ ჩასვლა კიევში თურმე იქნება რუსეთისადმი ლოიალობის გამოხატულებაო.

სინამდვილეში ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, წაიყაროს თავზე ნაცარი, თვალი დახუჭოს საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაზეც საქართველოს მიერ ძებნილების უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმებაზეც, ათას შეურაცხმყოფელ განცხადებაზეც და ეახლოს შეურაცხმყოფელ ხელისუფალს.

მსოფლიოს 200-მდე ქვეყნიდან 190-ზე მეტი არც ჩასულა და ალბათ არ ჩავა კიევში, საქართველოა მაინცდამაინც უთავმოყვარეო და თავში წამოსარტყმელი და მაინცდამაინც მისი ხელმძღვანელი უნდა ჩავიდეს კიევში.

ნაცებისა და მათი ლობისტებისთვის ყველა გზა მისაღებია („მიზანი ამართლებს საშუალებას“), მიზანი კი, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და რასაც, იმედია, ისინი ვერ მიაღწევენ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანა კაკაბაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...