spot_img
მთავარიომი და კონფლიქტებიირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული...

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მილიონი ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება. უკრაინის ელჩი საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უკრაინელი ხალხისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ინფორმაცია მას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მიაწოდეს.

ელჩმა საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთში ათასობით პირველადი სამედიცინო დახმარების საგნები, 30 -ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და ჟანგბადის კონცენტრატორები შედის.
საქართველოს მთავრობის მიერ ჰუმანიტარული ტვირთის შესყიდვის პროცესში რამდენიმე ფარმაცევტულმა კომპანიამ და კლინიკამ სურვილი გამოთქვა, სამედიცინო აღჭურვილობისა და მედიკამენტების ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცათ.

საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა ვარშავის გავლით ხვალ მიიღებს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...