კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი: პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს სამართლებრივი...

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი

რაც შეეხება ირაკლი კობახიძისგან წარმოდგენილ ახსნას – სრულად ვიზიარებ ამ ახსნას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას ორი საფუძველი აქვს – სამართლებრივი და პოლიტიკური.

რაც შეეხება უფლებამოსილების შეწყვეტას, ამასთან დაკავშირებით ფართო დისკუსია გაიმართა და განსხვავებით გაზაფხულზე გამართული დისკუსიისგან, ვფიქრობ, ახლა უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ უფლებამოსილების შეწყვეტას აქვს ორი განზომილება. ერთი ეს არის სამართლებრივი საფუძველი – არსებობს თუ არა უფლებამოსილების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი და მეორე – იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი.

როდესაც პირველად დადგა შარშან გაზაფხულზე უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის საკითხი, მაშინ პირიქით იყო მსჯელობა, რომ თუკი სამართლებრივი საფუძველი მოცემულია, პარლამენტი ვერ მიიღებდა სხვა რაიმე გადაწყვეტილებას თუ არა უფლებამოსილების შეწყვეტა და საკონსტიტუციო საჩივრებიც კი იყო ამასთან დაკავშირებით შეტანილი. ახლა, როგორც ჩანს, ყველა ვთანხმდებით, რომ აქვს სწორედ ეს ორი განზომილება – სამართლებრივი და პოლიტიკური.

სამართლებრივთან დაკავშირებით საპროცედურო კომიტეტმა იმსჯელა, საკუთარი დასკვნა წარმოადგინა და ეს არის სამართლებრივი მდგომარეობა, რაც შეეხება პოლიტიკურს – სწორედ ამაზე იყო, მათ შორის, თქვენი მხრიდანაც, პლენარული სხდომის დროს არგუმენტები წარმოდგენილი, რომ მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა სამივე შემთხვევაში სამართლებრივი საფუძველი მოცემული, გამომდინარე პოლიტიკური მოსაზრებებიდან, მორალური თუ ბევრი ასეთი მცდელობა იყო არგუმენტების წარმოდგენის, დეპუტატებს მოვუწოდებდით, რომ მიეღოთ პოლიტიკურად სხვანაირი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ახსნას, მათ შორის, ირაკლი კობახიძისგან წარმოდგენილ ახსნას – დიახ, სწორედ ეს არის ის განზომილება, რომელიც გულისხმობს, იმ შემთხვევაში, თუკი არის მყარი სამართლებრივი საფუძველი, რა არის დამატებითი კრიტერიუმები პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის და ირაკლი კობახიძემ ახსნა კიდევაც, რაც იყო ეს საკითხი და სრულად ვიზიარებ ამ ახსნას, ვინაიდან საქმე ეხება იმას, რომ როდესაც არ ხდება სისტემის, სახელმწიფოს აღიარება, როდესაც საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს, თავისთავად, ქმნის პრობლემას და სწორედ ეს არგუმენტაცია ჰქონდა წარმოდგენილი ირაკლი კობახიძეს. ასე რომ, ორი განზომილება აქვს ამ გადაწყვეტილებას – სამართლებრივი და პოლიტიკური ნაწილი, ამაზე ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...