spot_img
მთავარისპორტი"ევრო 2022"-ს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები გამარჯვებით იწყებს:...

“ევრო 2022”-ს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები გამარჯვებით იწყებს: საქართველო – აზერბაიჯანი 3:2

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ისტორიულ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა აზერბაიჯანელთა სწრაფი გოლებით დაიწყო. მეტოქემ ვილელას დუბლით კომფორტული ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, საქართველოს ნაკრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და შესვენებამდე სხვაობის შემცირება შეძლო. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორი ელისანდრო გახდა.

ჩვენმა გუნდმა ანგარიში მეორე ნახევარში, არჩილ სებისკვერაძის გოლით გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი პენალტით თალეს ფეიტოსამ გაიტანა.

მატჩის შეფასებას საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ახდენს.

💬 ავთანდილ ასათიანი: „გილოცავთ! ვიცი, რა სიხარულიც მოუტანა მოგებამ საქართველოს. გვჯეროდა ამ გამარჯვების და არაერთხელ ვთქვი, რომ საწყისი წუთები იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვასპარეზობდით და ეს ემოციური ფონი იგრძნობოდა მოედანზე. მთავარია, რომ ორი გაშვებული გოლის შემდეგ ბიჭებმა სწრაფად მოახერხეს მობილიზება. გასახდელში ვისაუბრეთ, რა უდნა გაგვეკეთებინა მეორე ტაიმში. ვფიქრობ, ამ ბიჭებმა დაიმსახურეს და ჩვენთვის ისტორიულ მომენტში პირველი სამი ქულა აიღეს. ამ გამარჯვებამ ეიფორიაში არ უნდა ჩაგვაგდოს. უნდა ვეცადოთ, რომ შემდეგ თამაშზე გადავერთოთ. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ძალიან რთული მატჩი გველის და ასპროცენტიანი მობილიზების გარეშე იოლი არ იქნება. ჩემი აზრით, თამაშის სურათი საწყისმა წუთებმა და გაშვებულმა გოლებმა განაპირობა. ვირწმუნეთ, რომ ესეც ჩვეულებრივი თამაშია. ჩვენი გამარჯვება განსაკუთრებული სიურპრიზი არ ყოფილა. ველოდით ამ გამარჯვებას და ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. საქმე ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვქონდა და მოსაგებად მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ“.

კომენტარი გააკეთა საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრმა.

💬 ირაკლი თოდუა: „მინდა, ყველას მივულოცო ეს გამარჯვება. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი და ფუტსალის გამარჯვება. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო წარვადგინეთ და ჩვენი სახელი გავიტანეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასტარტო თამაშის მოგება, თუმცა ვაანალიზებთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. საოცარი ემოციები იყო, თუმცა ვეცდებით, რომ ხვალიდან შემდეგ თამაშზე მოვახდინოთ კონცენტრირება“.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, 26 იანვარს, გრონინგენში ჩაატარებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...