spot_img
მთავარიეს საინტერესოაკუჩხი ბედინერი: მეკვლეს და ბედობის ტრადიცია საქართველოში

კუჩხი ბედინერი: მეკვლეს და ბედობის ტრადიცია საქართველოში

რაღაცის დაბედება – ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამისათვის კონკრეტულ ნიშნებთან ერთად, დღეებსაც ვირჩევთ, თუმცა უფრო ადამიანს თავისი “ჯადოსნური” ფეხით და  დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ ჩაივლის ბედობის დღე.

საქართველოში მიჩვეულები ვართ, რომ ამა თუ იმ დღესასწაულს (ხშირად რელიგიურს) 2-2-ჯერ აღვნიშნავთ, თუმცა არის კიდევ დღე, რომელიც 3-ჯერ აღინიშნება – ბედობა: ბარბარობის ბედობა (17 დეკემბერს), ახალი წლის ბედობა (2 იანვარი) და ძველით ახალი წლის ბედობა (15 იანვარი). ბარბარობაზე თუ ლობიანებია დომინანტი ახალი წლის დღეებში არჩევანი მრავალფეროვნი.

ბედობა არაა რელიგიური დღესასწაული, უფრო ტრადიციულია და ამ დღის რწმენა ხალხში მყარადაა გამჯდარი.

ისე კი ყველას სურს “ფეხბედნიერი” რომ იყოს ახალი წელი და ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ იქნება ოჯახის პირველი სტუმარი ახალ წელს და, შესაბამისად, მეკვლეც თავის უფლებამოსილებას ძირითადად 1 იანვრის დადგომისთანავე “იაქტიურებს”.

ინტერნეტს, ენცილკლოპედიას/ვიკიპედიას თუ ვენდობით:

მეკვლეობა – ახალ წელს ნაყოფიერება-ბარაქიანობის მაღალმოსავლიანობის, ბედნიერება-სიკეთის უზრუნველყოფის მიზნით მეკვლის მიერ ოჯახის დალოცვისა და გარკვეული რიტუალების შესრულების ჩვეულება. თავდაპირველად, როდესაც კალენდარული ახალი წელი ემთხვეოდა ახალ სამეურნეო წლის ანუ, შესაბამისად, აგრარული კალენდრის დასაწყისს, მეკვლის – ახალი წლის პირველი მომლოცველის – ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა იყო რიტუალური ხვნა-თესვა, პირველი, რიტუალური კვალის გავლება.

ამ ჩვეულების გადმონაშთში ბოლო დრომდე შემორჩა ყოფას მეკვლეობის მიერ კარმიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის ანუ „მეფეხის“ მნიშვნელობით შემორჩა ყოფას. ძველად ადამიანებთან ერთად მეკვლეობაში მონაწილეობას იღებდა აგრარულ კულტურებთან დაკავშირებული ხარი, ცხვარი ან ცხენი.

მეკვლეზე ასევე ამბობენ, რომ იგი არის ახალი წლის მისალოცად მიწვეული კარგი ფეხის მქონე მეზობელი, რომელსაც, ძველი რწმენით კარგი წელი უნდა დაებედებინა ოჯახისათვის. მეკვლეს (ოჯახის მეკვლეს) უძახოდნენ ოჯახის იმ წევრსაც (უმეტესად უფროს მამაკაცს), რომელიც დილა ბნელზე ტაბლით სახლს შემოუვლიდა და შემდეგ ოჯახს უკვლევდა.

ვფიქრობთ, მრავალი წლის წინ, გასულ საუკუნეში გადაღებული “კუ­ჩხი ბე­დი­ნე­რი” – ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი კიდევ უფრო გაახალისებს საახალწლო განწყობას

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...